ტრანსფერის ღირებულება არ გახმაურებულა. ტულალანის და სხვა ახალწვეულების წარდგენა დღეს, 8 ივლისს იგეგმება. საყრდენი ნახევარმცველი "მონაკოს" რიგით მე-8 ახალწვეულია. შეგახსენებთ, მანამდე საგრაფოს წარმომადგენლებმა რადამელ ფალკაო, ჯეიმს როდრიგესი, ჟოაო მოუტინიო, რიკარდო კარვალიო, ნიკოლა ისიმატ-მირენი და ახალგაზრდები - 19 წლის გაეტანო მონაკელო და 17 წლის ანტონი მარტიალი შეიძინეს.
"ჟერემი ტულალანის შეძენით ძალიან ბედნიერები ვართ. მისი ოსტატობა, ევროპული და საერთაშორისო გამოცდილება კლუბს დიდ დახმარებას გაუწევს," - განაცხადა
საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი (36 თამაში, 0 გოლი) ლიგა 1-ს ორწლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება. შეგახსენებთ, რომ მალაგაში 2011 წელს ტულალანი "ლიონიდან" გადავიდა, სადაც 5 სეზონი გაატარა. კარიერას კი ჟერემი "ნანტში" იწყებდა, სადაც 2001-06 წლებში თამაშობდა.
ამასობაში "მონაკომ" პირველი ამხანაგური მატჩი გამართა და პერუჯას რეგიონის კლუბ "კასკიას" 11:0 მოუგო. გოლები რიკარდო კარვალიომ (მე-9 წუთი), მუნირ ობადიმ (39), ვალერი ჟერმენმა (44), გაეტანო მონაკელომ (53), იბრაჰიმა ტურემ (55, 58, 69), ტერენს მაკენგომ (60), ლუკას ოკამპოსმა (62, 80) და ჟესი პიმ (64) გაიტანეს. "მონაკომ" შემდეგი შემადგენლობით ითამაშა:
I ტაიმი: რომა - რაჯი, ისიმატ-მირენი, კარვალიო, ფოჟო - უამარი, ობადი, სალი, ოკამპოსი - მარტიალი, ჟერმენი.
II ტაიმი: კაილარი (მარავალი) - სისაკო, კაგელმახერი, ვოლფი, ტისერანი - ი. პოულსენი, პი, მონაკელო, ოკამპოსი - მაკენგო, ი. ტურე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ჟერემი ტულალანი თითქმის მონაკოელია