მიუხედავად ამისა, ჟურნალისტებს დარბაზიდან ფეხი არ მოუცვლიათ, რადგან შეკრების მიზეზი ყველამ იცოდა - პსჟ-ს ედინსონ კავანი უნდა წარედგინა.
პარიზის დროით 18 საათსა და 10 წუთზე, დარბაზში ურუგვაელი გამოჩნდა, რომელმაც ახალ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, "ნაპოლიმ" კი 26 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 64 მილიონი ევრო მიიღო. კავანი ლიგა 1-ის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა.
"ედინსონ კავანის ტრანსფერი კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ჩვენ კლუბს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების მოწვევა
საფრანგეთის ჩემპიონის პრეზიდენტმა ლეონარდოს შესახებაც ისაუბრა: "დღეს ლეონარდოს ბოლო სამუშაო დღეა. მინდა მას მადლობა გადავუხადო იმ ორი წლისთვის, რომელიც მან აქ გაატარა. ლეო ყოველთვის ჩემი მეგობარი იქნება, ძალიან სამწუხაროა, რომ მიდის, მაგრამ ეს მისი გადაწყვეტილება იყო და ჩვენ მას პატივს ვცემთ".
ამის შემდეგ უკვე კავანის ჯერი დადგა, რომელმაც ისაუბრა იმ მიზეზებზე, რომელთა გამოც პსჟ-ში გადასვლა არჩია: "აქ ძალიან ამბიციური პროექტი ხორციელდება, რომელშიც მონაწილება მეც მსურა. ბუნებით ამბიციური პიროვნება ვარ და ყოველთვის მოგება მსურს. პსჟ არის კლუბი, სადაც ბევრ ძლიერ ფეხბურთელს უნდა გადმოსვლა. ეს არის გუნდი, რომელსაც ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებისთვის იბრძოლოს".
კავანის ზლატან იბრაჰიმოვიჩთან ერთად თამაშის შესახებაც ჰკითხეს, რაზეც ურუგვაელმა უპასუხა:
"მე და ზლატან იბრაჰიმოვიჩს ერთად თამაში შეგვიძლია. ის ნამდვილი ჩემპიონია. იბრაჰიმოვიჩი არის ფეხბურთელი, რომელიც შეჩვეულია მოგებას. იმედი მაქვს, რომ მასთან წარმატებულ დუეტს ჩამოვაყალიბებ".
აქვე გეტყვით, რომ კავანიმ მე-9 ნომერი მიიღო, რომელიც დედაქალაქურ კლუბში გიომ ოაროს წასვლის შემდეგ თავისუფალი იყო.
ასევე იხილეთ:
ზლატან იბრაჰიმოვიჩი ედინსონ კავანისთან ერთად თამაშზე უარს აცხადებს