პსჟ არჩევანის წინაშე - ანხელ დი მარია ან ლუიშ ნანი

AutoSharing Option
ფრანგული "ლე პარიზიენის" ცნობით, "პარი სენ ჟერმენი" ერთი მაღალი დონის გარემარბის შეძენას აპირებს და არჩევანს ორ ფეხბურთელს შორის გააკეთებს.

პირველი კანდიდატი "რეალის" 25 წლის არგენტინელი შემტევი ანხელ დი მარიაა, რომელიც "სამეფო კლუბს" იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ მადრიდელები გარეთ ბეილს გაიფორმებენ.

არგენტინელის ალტერნატივად კი ლუიშ ნანი განიხილება.

საქმე იმაშია, რომ დი მარია ევროკავშირის მოქალაქე არაა, რამაც პარიზელებს შესაძლოა დამატებითი პრობლემები შეუქმნას. ამის გამო საფრანგეთის ჩემპიონის ხელმძღვანელები 26 წლის პორტუგალიელზეც ფიქრობენ.

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე პსჟ სამი ფეხბურთელის შეძენას აპირებს. ლორან ბლანს ახალი
მოთამაშე სამივე რგოლის გასაძლიერებლად სჭირდება.

იმავე "ლე პარიზიენის" ინფორმაციით, დედაქალაქელები "აიაქსიდან" რიკარდო ვან რეინის, ხოლო "ნიუკასლიდან" იოან კაბაის შეძენას აპირებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული