საფრანგეთი. ლიგა 1. III ტური: ერთადერთი ასიანი [VIDEO]

AutoSharing Option
პირველი გაჩერება
საფრანგეთის ჩემპიონატის III ტური პარასკევს "მონაკოს" თამაშით დაიწყო. პატარა სამთავროს წარმომადგენლებს მშვენიერი შანსები ჰქონდათ ამ შეხვედრაში.

საუკეთესო მასპინძელთა რიგებში ისევ და ისევ ემანუელ რივიერი იყო, რომელიც მუშაობდა თანაგუნდელებზეც და როცა კომბინაციური ფეხბურთი ჩიხში შედიოდა, ინდივიდუალურად ცდილობდა თამაშის გამწვავებას. მას 3-4-ჯერ შეეძლო გატანა, თუმცა ალი აამადა მშვიდად იცავდა საკუთარ სამფლობელოს.

23 წლის ფრანგი გოლკიპერიც უძლური იქნებოდა, მეორე ტაიმში ჟერემი ტულალანს ბურთი რამდენიმე სანტიმეტრით ქვემოთ რომ დაემიზნებინა. საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველმა იმდენად ძლიერად დასცხო, რომ ხარიხამ ძლივს გაუძლო.

სტუმრებს რაც შეეხებათ,
თავიანთი შანსები მათაც ჰქონდათ, თუმცა აღსანიშნავი არაფერი ყოფილა.

ფეხბურთი წვიმის ქვეშ
"ლიონმა" "რეიმსს" გადახალისებული შემადგენლობა დაუპირისპირა. "ლომებს" ძირითადში 4-5 წამყვანი მოთამაშე არ ჰყავდათ. რემი გარდსა და კომპანიას რაღაც წილად არც გაუმართლა. შესუსტებული გუნდიც კი მზად იყო, ამ შეხვედრაში სამი ქულა აეღო, თუმცა მეტოქის 35 წლის ტოგოელი გოლკიპერი კოსი აგასა, თავსხმა წვიმის მიუხედავად, ყველა შორეულ დარტყმას აკადემიური სიმშვიდით ხვდებოდა.

შედარებით მშვიდი პირველი ტაიმის შემდეგ მეორეში მასპინძლებმა შტურმი მოაწყვეს. ყველაზე რეალური მომენტი კლემან გრენიეს ჰქონდა, თუმცა ჟორდან ფერის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ნახევარმცველმა საკმაო მანძილით ააცილა კარს.

ამას გარდა, მომენტები ვერ გამოიყენეს გედა ფოფანამ, ფარე ბალულიმ, მიგელ ლოპეშმა. შეხვედრაში ერთადერთი გოლი გავიდა და ისიც ულამაზესი გამოდგა: ოდაირ ფორტეშმა ანტონი ლოპეშს უცნაური ტრაექტორიით დაურტყა და შორეულ კუთხეში გაუტანა.

"ლიონს" 28 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად "სოსიედადთან" გასვლით შეხვედრაში ორბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა მოუწევს, ზედიზედ მეორე საშინაო მარცხმა კი, არ გვგონია, გუნდზე საბრძოლო განწყობა აამაღლოს.

მადლობა მანდანდას
ის, რაც ვალანსიენის "სტად დუ აინოზე" შეკრებილმა მაყურებელმა იხილა, ლოგიკაში არაფრით ჯდება. მასპინძელმა გუნდმა "მარსელს" პრაქტიკულად ყველა კომპონენტში აჯობა, თუმცა ცალკე უიღბლობისა და ცალკე სტივ მანდანდას წყალობით პროვანსელები ყველა სახიფათო სიტუაციას გადაურჩნენ.

სტუმართა კარს მარტო მეტოქეები კი არა, საკუთარი ფეხბურთელებიც ემუქრებოდნენ.

მეორე ტაიმში ბაებეკის დარტყმა მანდანდამ საოცარი რეაქციის წყალობით მოიგერია, თუმცა ბრუნო შეირუმ საჯარიმოს გარეთ მოგერიების ნაცვლად ბურთს ფეხი ისე დაუხვედრა, რომ ცოტაც და, ანგარიში გაიხსნებოდა.

მოედანზე გამოსვლისთანავე წარმოუდგენელი მომენტი გაანიავა აურელიან კიცუმ, ვინც ცარიელი კარიდან 3-4 მეტრში მყოფმა ბურთის დამუშავება დაიწყო და სანამ გონებაზე მოვიდოდა, ნიკოლა ნკულუმ განაიარაღა.

ერთადერთი გოლი კი კუთხურის გათამაშებას მოჰყვა. ნიკოლა პენეტომ ანდრე აიუს თავური მოიგერია, თუმცა იქვე ჩასაფრებულმა ანდრე-პიერ ჟინიაკმა ახლო მანძილიდან დაამატა.

საფრანგეთი. ლიგა 1. III ტური
მონაკო-ტულუზი 0:0
მონაკო: სუბაშიჩი, ფაბინიო, კარვალიო, აბიდალი, კუზავა, ტულალანი, ობადი, ფერეირა (59. ხ. როდრიგესი), ოკამპოსი (86. ნდინგა), რივიერი (64. ჟერმანი), ფალკაო

ვალანსიენი-მარსელი 0:1
გოლი: 0:1 ჟინიაკი (84)
მარსელი: მანდანდა, მორელი, დიავარა, ნკულუ, ფანი, რომაო, შეირუ, პაიეტი (79. ხელიფა), ვალბუენა, ა. აიუ, ჟინიაკი (90. ჟ. აიუ)

ბორდო-ბასტია 1:0
გოლი: 1:0 საივე (32)

ევიანი-რენი 1:2
გოლები: 0:1 ნ. ოლივეირა (11), 0:2 ნ. ოლივეირა (32), 1:2 ბერიჟო (49)

გენგამი-ლორიანი 2:0
გოლები: 1:0 იატაბარე (16), 2:0 იატაბარე (48)

ლიონი-რეიმსი 0:1
გოლი: 0:1 ფორტე (76)
ლიონი: ა. ლოპეში, ბედიმო, ბიშევაცი, კონე, მ. ლოპეში, ფოფანა (67. გრენიე), გონალონი, დანიჩი (12. ფერი), გურკუფი, ბალული (79. ბენზია) - ლაკაზეტი

მონპელიე-სოშო 2:1
გოლები: 0:1 კონტუ (43), 1:1 ილტონი (45), 2:1 ტიენე (90)
გაძევება: კანტე (73. სოშო)

ლილი-სტ. ეტიენი 1:0
გოლი: 1:0 კალუ (37-პენ)

ნანტი-პსჟ 1:2
გოლები: 0:1 კავანი (24), 1:1 ალექსი (53-ს.კ-ში), 1:2 ლავეცი (73)
პსჟ: სირიგუ, ვან დერ ვილი, ალექსი, ტ. სილვა, მაქსველი, მოტა (69. ვერატი), მატუიდი, ლავეცი, პასტორე (63. მოურა) - კავანი, იბრაჰიმოვიჩი

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge


აიაჩო-ნიცა 0:0

Sportall.Ge

ბომბარდირები:
4 - ემანუელ რივიერი (მონაკო), 3 - ანდრე-პიერ ჟინიაკი (მარსელი), დიმიტრი პაიე (მარსელი), ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი), მუსტაფა იატაბარე (გენგამი), ნელსონ ოლივეირა (რენი)

მომდევნო ტური
31 აგვისტო:
ევიანი-ლიონი, პსჟ-გენგამი, ბასტია-ტულუზი, ლორიანი-ვალანსიენი, რეიმსი-ნანტი, რენი-ლილი, სოშო-აიაჩო

1 სექტემბერი:
სტ. ეტიენი-ბორდო, ნიცა-მონპელიე, მარსელი-მონაკო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული