"პარი სენ ჟერმენს" ხავიერ პასტორე მნიშვნელოვან მატჩებში დააკლდება

AutoSharing Option
ფრანგული პრესის ინფორმაციით, "პარი სენ-ჟერმენს" უახლოესი 2 კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება არგენტინელი შემტევი ნახევარმცველი ხავიერ პასტორე.

სანაკრებო პაუზის დროს (პასტორე ნაკრებში არ იყო გამოძახებული) პსჟ ამხანაგურ მატჩში გაეჯიბრა "კრეტეის". არგენტინელმაც იქ დაიშავა ბარძაყი.

პასტორეს ორი ძალზე მნიშვნელოვანი შეხვედრის გამოტოვება მოუწევს ლიგა 1-ში "ბორდოსა" და "მონაკოს" წინააღმდეგ. ამასთან, პასტორე არც ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში იქნება ბერძნული "ოლიმპიაკოსის" წინააღმდეგ.

სამაგიეროდ, გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო პსჟ-ში ზაფხულში გადასულმა ბრაზილიელმა მცველმა მარკინიოსმა.

ასევე იხილეთ:
"პარი სენ-ჟერმენის" მიზანი: ჩემპიონთა ლიგა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული