საფრანგეთი. ლიგა 1. V ტური: "მონაკო" სუფრის თავში

AutoSharing Option
საფრანგეთში ლიგა 1-ის მე-5 ტურმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ჩემპიონობის უმთავრესი კანდიდატები "პარი სენ-ჟერმენი" და "მონაკო" შინაურ პირველობაზე აღმაფრენით თამაშობენ.

ლუკასის პირველი
"პარი სენ-ჟერმენმა" მძიმედ კი დაიწყო, მაგრამ ლორან ბლანის გუნდმა უკვე აკრიფა სიჩქარე, რაზეც მოწმობს ზედიზედ მესამე გამარჯვება ჩემპიონატში - ამჯერად, სტუმრად "ბორდოსთან" 2:0.

ბლეზ მატუიდი ზლატან იბრაჰიმოვიჩის პასით სედრიკ კარასოსთან პირისპირ გავიდა და განმეორებითი დარტყმით დაჯაბნა მეკარე.

პსჟ-ის მეორე გოლი ოდნავ საეჭვო სიტუაციაში გავიდა. მარკო ვერატის პასის დროს გოლის ავტორი ლუკას მოურა თითქოს თამაშგარე მდგომარეობაში იყო. სხვათა შორის,
ბრაზილიელმა საფრანგეთის ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა. რომ არა კარასო, გოლს იბრაც გაიტანდა, თანაც არაერთს.

ფრანსის ჟილო ("ბორდოს" მწვრთნელი):
"შედეგი ლოგიკურია - პარიზული კლუბი, უბრალოდ, უკეთესია ჩვენზე ყველა ასპექტში და ეს დღევანდელ მატჩშიც დადასტურდა. მეორე გოლი ჩვენთვის დიდი ფსიქოლოგიური დარტყმა იყო, ამის შემდეგ უბრალოდ, ხელები ჩამოვუშვით. ჩემი გადაწყვეტილება ასეთი იყო: უნდა გვეთამაშა ფეხბურთი და არ დაგვეცვა კარი 10 კაცით. შევუტიეთ, გავრისკეთ და წავაგეთ".

ლორან ბლანი (პსჟ-ის მწვრთნელი):
"ფეხბურთი ხანდახან უცნაურია: ჩვენ მთელი კვირა ვემზადებით მატჩისთვის, ვარჩევთ შესაფერის სტრატეგიას და ასე შემდეგ. ახლა კი საერთოდ არ მოვმზადებულვართ, ბიჭების ნაწილი საერთაშორისო მატჩებიდან მხოლოდ წინა დღით ჩამოვიდა
, მაგრამ თამაშით კმაყოფილი დავრჩი. "ბორდოს" უჭირდა მომენტების შექმნა, ჩვენ კი ბურთს კარგად ვაკონტროლებდით. პსჟ 1-ლი ივლისიდან მუშაობს იმისთვის, რომ კარგი ფეხბურთი აჩვენოს გულშემატკივრებს და ვფიქრობ, რომ უკვე კარგად უგებენ ერთმანეთს მოედანზე".

"არსენალზე" ფიქრში
მარსელის "ოლიმპიკმა" მორიგი შანსი გაუშვა ხელიდან. ის კი არა, "ტულუზთან" მარცხს ძლივს დაუძვრა. ვისამ ბენი იედერის გოლით "ტულუზი" წინ იყო, მაგრამ ბრაზილიელმა ლუკას მენდეშმა "მარსელი" თამაშის დასრულებამდე 3 წუთით ადრე იხსნა - 1:1.

უნდა აღინიშნოს, რომ მარსელელები ფიქრით უკვე ჩემპიონთა ლიგის მატჩში იყვნენ "არსენალთან". მასპინძელთა რიგებში კლემან შანტომი გამოირჩეოდა, რომელიც ამ ზაფხულს გადავიდა პსჟ-იდან.

ელი ბოპი ("მარსელის" მწვრთნელი):
"ჩვენ გვქონდა კარგი მომენტებიც, განსაკუთრებით, პირველ ტაიმში. იყო მაღალი დონის კომბინაციები, კარგად ჩაფიქრებული, მაგრამ ჩვენ ისინი გოლებად ვერ ვაქციეთ. უნდა ვიფიქროთ ხაზებში თამაშის ხარისხის გაუმჯობესებაზე".

"სენტ ეტიენი" არ ხუმრობს
შაბათის სათამაშო დღის ბოლოს ცხრილის სათავეში "სენტ ეტიენი" მოექცა, რომელმაც სტუმრად შეძლო "ვალანსიენის" 3:1 დამარცხება.

"ვერტსის" შემადგენლობაში დუბლით გამოიჩინა თავი ბენჟამენ კორნიემ. "ლორიანიდან" გადასულმა პირველი გოლი ძალზე იოლად გაიტანა, რადგან მარცხნიდან ჩაწოდებული ხელიდან გაუვარდა მეკარე ნიკოლა პენეტოს.

მოკლედ, ევროპალიგიდან გამოვარდნილი კრისტოფ გალტიეს გუნდი გაცილებით კარგად ასპარეზობს შინაურ პირველობაზე. კვირას მხოლოდ "მონაკოს" შეეძლო "სენტ ეტიენის" "ტახტიდან" ჩამოგდება.

ელ ტიგრეს პენალტით
კლაუდიო რანიერის გუნდი "ლორიანს" მასპინძლობდა და ეგრევე შტურმი მოუწყო მეტოქეს. ამან უკვე მეორე შეტევაზე გამოიღო შედეგი, როცა რადამელ ფალკაომ თავისივე წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გამოიყენა.

"მონაკოს" უპირატესობა აშკარა იყო, თუმცა მეტი გოლი ამ შეხვედრაში აღარ გასულა.

მონეგასკთა რიგებში ითამაშა "სევილიადან" გადასულმა ჟოფრეი კონდოგბიამ. კლაუდიო რანიერის გუნდი 13 ქულით ისევ ერთპიროვნული ლიდერია.

საფრანგეთი. ლიგა 1. V ტური
ბორდო-პსჟ 0:2
გოლები: 0:1 მატუიდი (30), 0:2 ლუკას მოურა (64)
პსჟ (4-2-3-1): სირიგუ - ვან დერ ვილი, ალექსი, ტ. სილვა, დინი - ვერატი, მატუიდი - ლუკას მოურა (82. კომანი), ტიაგო მოტა, ონგენდა (72. რაბიო) - იბრაჰიმოვიჩი (81. კავანი)

ტულუზი-მარსელი 1:1
გოლები: 1:0 ბენ იედერი (66), 1:1 მენდეში (87)
მარსელი (4-2-3-1): მანდანდა - ფანი, ნკულუ, მენდეში, მორელი (86. მენდი) - რომაო, იმბულა ვანგა - ტოვენი (53. ა. აიუ), ვალბუენა, პაიე (71. ხელიფა) - ჟინიაკი.

აიაჩო-ევიანი 2:3
გოლები: 0:1 ჯა ჯეჯე (31), 0:2 ბერიგო (43), 0:3 ბერიგო (52), 1:3 ლანი (81), 2:3 ტალიო (86)

გენგამი-ბასტია 1:1
გოლები: 0:1 ხაზრი (47), 1:1 იატაბარე (88-პენ)

მონპელიე-რეიმსი 0:0

ნანტი-სოშო 1:0
გოლი: 1:0 ჯორჯევიჩი (76)

ვალანსიენი-სტ. ეტიენი 1:3
გოლები: 0:1 კორნიე (17), 0:2 ჰამუმა (47), 0:3 კორნიე (53), 1:3 მელიკსონი (80-პენ)

მონაკო-ლორიანი 1:0
გოლი: 1:0 ფალკაო (6-პენ)
მონაკო (4-2-3-1): სუბაშიჩი - ფაბინიო, რ. კარვალიო, აბიდალი, კურზავა - ობაიდი, კონდოგბია - ოკამპოსი (85. ტისერანდი), მოუტინიო, ფერეირა (69. ჯ. როდრიგესი) - ფალკაო (62. რივიერი)

ლილი-ნიცა 0:2
გოლები: 0:1 ცვიტანიჩი (19), 0:2 ცვიტანიჩი (45)

ლიონი-რენი 0:0
ლიონი (4-2-3-1): ლოპეში - დაბო, ბიზევაცი (66. კონე), უმტიტი, ბედიმო - ფოფანა, გონალონი (85. ფერი) - ლაკაზეტი, გრენიე (80. მალბრანკი), ფეკირი - გომისი

სატურნირო მდგომარეობა
Sportall.Ge

ბომბარდირები: 5 - კევინ ბერიგო (ევიანი), ემანუელ რივიერი (მონაკო); 4 - რადამელ ფალკაო (მონაკო), მუსტაფა იატაბარე (გენგამი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული