პარასკევს საფრანგეთის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა (10-გზის ჩემპიონია) "სენტ ეტიენმა" შესანიშნავი შანსი გაუშვა ხელიდან ცხრილში დროებით დაწინაურების.
არადა, "ვერტსი" ("მწვანეები") რომა ამუმას გოლის წყალობით იგებდა კიდევაც. ბერბერული წარმოშობის ფრანგმა, რომელმაც ალჟირის ნაკრებში თამაშზე უარი თქვა, პირველ ტაიმში წინ გაიყვანა მასპინძელთა გუნდი.
მეორეში კი ფავორიტს ორი გოლი გაუტანეს - ჯერ დამატებაზე იყოჩაღა მარტინ ბრაიტვაიტმა, ვისაც დანიის ნაკრებში დებიუტი ახლახან ჩვენს ეროვნულ გუნდთან ჰქონდა.
სხვათა შორის, მანაც უარით გაისტუმრა თავისი ისტორიული სამშობლო (გვიანა). "ტულუზმა" სუფთა აფრიკული კომბინაციით მოიგო - მარჯვნიდან სერჟ
აღსანიშნავია, რომ მასპინძელთა ფორვარდმა მევლუთ ერდინჩმა უმოწყალოდ ანიავა საგოლე შანსები, რის გამოც "სენტ ეტიენის" 11-მატჩიანი წაუგებელი საშინაო სერია შეწყდა.
"მარსელის" გასაჭირი
ლონდონის "არსენალთან" შინ დამარცხებულმა "მარსელმა" ხასიათი ვერც კორსიკაზე გამოისწორა. ის კი არა, "ბასტიას" გამოცდილი მეკარე მიკელ ლანდრო ძირითადად ბოლთის ცემით იყო დაკავებული, მაშინ, როცა მისი კოლეგა ნაკრებში სტივ მანდანდა საოცრებებს სჩადიოდა, ერთხელ კი მილოშ კრასიჩის დარტყმული ხარიხამ მოიგერია - 0:0.
"ბასტია" შინ კვლავ დაუმარცხებელია.
"მარსელის" წევრმა ფუედ კადირმა, რომელიც "რენში" განათხოვრებულია და პირველად თამაშობდა ადგილობრივი პუბლიკის წინაშე, დუბლი შეასრულა და ფილიპ მონტანიეს გუნდს "აიაჩოსთან" 2:0 მოაგებინა. აღსანიშნავია, რომ "აიაჩოს" რუმინელ ფორვარდს, ადრიან მუტუს უკვე 11 საათია (სუფთა დრო იგულისხმება), გოლი არ გაუტანია.
ნოლან რუს ორმა გოლმა "ლილს" სტუმრად აუტსაიდერ "სოშოსთან" მოუტანა გამარჯვება. რუმ ჩემპიონატში პირველად გამოიჩინა თავი.
ლიდერთა ფრე
"მონაკო" პარიზში ჩემპიონატის ლიდერის სტატუსით ჩავიდა. ანგარიში მასპინძლებმა მე-5 წუთზე გახსნეს, მაქსველს შესანიშნავი გარჯა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა დაუფასა.
მე-20 წუთზე კი საპასუხო გოლი ვიხილეთ, ჟოაო მოუტინიოს ჩაწოდებას თავით რადამელ ფალკაო გამოეხმაურა - 1:1.
კვირის მატჩებიდან აღვნიშნავთ "ლიონის" გამარჯვებას "ნანტთან". არადა, თავიდან სტუმრები დაწინაურდნენ, შემდეგ კი რემი გარდის გუნდმა იძალა - 3:1. "ლორიანმა" და "ბორდომ" 3-3 გოლი გაუტანეს ერთმანეთს, ხოლო "ნიცამ" "ვალანსიენი" მიწასთან გაასწორა.
საფრანგეთი. ლიგა 1. VI ტური
სტ. ეტიენი-ტულუზი 1:2
გოლები: 1:0 ამუმა (19), 1:1 ბრაიტვაიტი (63), 1:2 სილა (75)
ბასტია-მარსელი 0:0
მარსელი (4-2-3-1): მანდანდა - ფანი, ნკულუ, მენდეში, მორელი (58. მენდი) - შეირუ, რომაო - ტოვენი (67. ხალიფა), ვალბუენა, ა. აიუ - ჯ. აიუ (78. ჟინიაკი)
ევიანი-მონპელიე 2:2
გოლები: 0:1 მონტანიო (37), 0:2 კაბელია (53), 1:2 ვასი (74), 2:2 სუგუ (77)
გაძევება: ტიენე (85. მონპელიე)
რეიმსი-გენგამი 1:1
გოლები: 0:1 ვებერი (5 ს.კ.), 1:1 დე პრევილი (58)
რენი-აიაჩო 2:0
გოლები: 1:0 კადირი (13), 2:0 კადირი (16)
სოშო-ლილი 0:2
გოლები: 0:1 რუ (34), 0:2 რუ (37)
ლორიანი-ბორდო 3:3
გოლები: 0:1 დიაბატე (8-პენ), 1:1 აბუბაქარი (22), 1:2 სერტიჩი (25), 1:3 საივეთი (30), 2:3 მონე-პაკე (44), 3:3 დიალო (59)
ლიონი-ნანტი 3:1
გოლები: 0:1 ვერეტუ (24), 1:1 გომისი (26), 2:1 გრენიე (55), 3:1 ბრიანი (73)
ლიონი (4-3-3): ლოპეში - ბედიმო, უმტიტი, კონე, დაბო (54. ფოფანა) - გრენიე (81. მუემბა), გონალონი, მალბრანკი - ლაკაზეტი, გომისი, ბრიანი (75. ფერი)
ნიცა-ვალანსიენი 4:0
გოლები: 1:0 ცვიტანიჩი (32-პენ), 2:0 ბოტეაკი (45), 3:0 ბრიულსი (69), 4:0 ბოზეტი (73)
პსჟ-მონაკო 1:1
გოლები: 1:0 იბრაჰიმოვიჩი (5), 1:1 ფალკაო (20)
პსჟ (4-3-3): სირიგუ - ვან დერ ვილი, კორეა, ტ. სილვა (16. ზ. კამარა), მაქსველი - ვერატი (76. მენეზი), ტიაგო მოტა, მატუიდი - კავანი, იბრაჰიმოვიჩი, ლავეცი (60. ლუკას მოურა)
მონაკო (4-2-3-1): სუბაშიჩი - ფაბინიო (78. რაგი), რ. კარვალიო, აბიდალი, კურზავა - ობადი (86. პი), კონდოგბია (60. ჯ. როდრიგესი) - ოკამპოსი, მოუტინიო, ფერეირა - ფალკაო
ბომბარდირები
5 - კევინ ბერიგო (ევიანი), ემანუელ რივიერი (მონაკო), რადამელ ფალკაო (მონაკო); 4 - მუსტაფა იატაბარე (გენგამი).
მომდევნო ტური
24 სექტემბერი:
ლილი-ევიანი, მარსელი-სენტ ეტიენი.
25 სექტემბერი:
აიაჩო-ლიონი, ბორდო-რეიმსი, გენგამი-სოშო, ნანტი-ნიცა, ტულუზი-ლორიანი, ვალანსიენი-პარი სენ-ჟერმენი, მონაკო-ბასტია.
26 სექტემბერი:
მონპელიე-რენი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"