"პარი სენ-ჟერმენმა" მოწინავე მცველი თვე-ნახევრით დაკარგა

AutoSharing Option
საფრანგეთის ჩემპიონატის ტურის ცენტრალურ მატჩში, "პარი სენ-ჟერმენსა" და "მონაკოს" შორის (1:1), ტრავმა მიიღო ტიაგო სილვამ.

29 წლის ტიაგო სილვამ მოედანზე სულ 15 წუთი გაატარა, შემდეგ კი მოედნის დატოვება მოუწია.

პსჟ-ის ექიმთა პირველადი დასკვნით, ბრაზილიელ მცველს თვე-ნახევარი უქმობა მოუწევს.

"მას სათანადო ტესტირებას ჩაუტარებენ, ტიაგოს კუნთის პრობლემა აქვს. სამწუხაროდ, მგონი, მოგვიწევს გარკვეული დროით მის გარეშე თამაში", - განაცხადა პსჟ-ის თავკაცმა ლორან ბლანმა.

ასევე იხილეთ:
საფრანგეთი. ლიგა 1. VI ტური: სტატუს-კვო "მონაკოს" სასარგებლოდ [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული