29 წლის ტიაგო სილვამ მოედანზე სულ 15 წუთი გაატარა, შემდეგ კი მოედნის დატოვება მოუწია.
პსჟ-ის ექიმთა პირველადი დასკვნით, ბრაზილიელ მცველს თვე-ნახევარი უქმობა მოუწევს.
"მას სათანადო ტესტირებას ჩაუტარებენ, ტიაგოს კუნთის პრობლემა აქვს. სამწუხაროდ, მგონი, მოგვიწევს გარკვეული დროით მის გარეშე თამაში", - განაცხადა პსჟ-ის თავკაცმა ლორან ბლანმა.
ასევე იხილეთ:
საფრანგეთი. ლიგა 1. VI ტური: სტატუს-კვო "მონაკოს" სასარგებლოდ [VIDEO]