საფრანგეთი. ლიგა 1. VIII ტურის წინ: Le Classique "ველოდრომზე"

AutoSharing Option
მორიგი სანაკრებო პაუზის წინ, რომელიც გადამწყვეტია საფრანგეთის ნაკრებისთვის, ლიგა 1-ში მე-8 ტურის მატჩები გაიმართება.

ტური პარასკვებს დაიწყო კორსიკაზე, თუმცა მთავარი მატჩი კვირას გაიმართება - "ველოდრომზე" ფრანგული "ლე კლასიკია" და ამაზე კარგი რა უნდა იყოს...

აქეთ ვალბუენა, იქით იბრა და კავანი
2010 წლის შემდეგ ამ სუპერდაპირისპირებული გუნდების მატჩებში ინციდენტი აღარ მომხდარა. ამიტომაც საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ ისევ დაუშვა სტუმართა ფანების დასწრება "კლასიკზე".

2010-ში "პარი სენ-ჟერმენის" ულტრასის, "ბულონ ბოისის" ერთ-ერთი წევრი დანით დაჭრეს, რომელიც ერთი თვის შემდეგ გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

გუნდებს შორის სხვაობა
მხოლოდ ქულაა სტუმართა სასარგებლოდ, მაგრამ პსჟ შეხვედრას ჩემპიონთა ლიგაზე ბრწყინვალე მატჩის შემდეგ კარგ განწყობაზე ხვდება. მაშინ, როცა იმავე ჩემპიონთა ლიგაზე "მარსელი" ბოლო ტურში უმწვრთნელო "დორტმუნდთან" შერცხვა.

მასპინძელთა ლიდერი მატიო ვალბუენა ჩინებულ ფორმაშია, მაგრამ ტრავმირებულია ფორვარდი ანდრე-პიერ ჟინიაკი, თუმცა ბოლო ცნონებით მან შეიძლება მოახერხოს თამაში.

ლორან ბლანის თავსატეხი კი დაცვის ცენტრია: ტიაგო სილვა და ალექსი ტრავმირებულები არიან, მაგრამ "რომადან" გადასული მარკინიოსი ისე დიდებულად თამაშობს, რომ პსჟ-ს ამ დიდ დანაკლისს არ აგრძნობინებს.

ეს პირველი "კლასიკი" იქნება ედინსონ კავანისთვის, ურუგვაელს ლიგა 1-ში უკვე 4 გოლი აქვს გატანილი, მისი მეწყვილე ზლატან იბრაჰიმოვიჩი კი 2 გოლით და 3 საგოლე პასით იწონებს თავს. ზემოთ ვალბუენა ვახსენეთ, მის ანგარიშზე გოლი და 4 საგოლე პასია უკვე.

"მონაკოს" შანსი
შაბათს თანალიდერი "მონაკო" საფრანგეთის 10-გზის ჩემპიონ "სენტ ეტიენს" მასპინძლობს.

ლიგა 1-ის ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა დიდებულად დაიწყო სეზონი, თუმცა შემდეგ მოუკლო. ახლა "სენტ ეტიენი" "მონაკოს" 5 ქულით ჩამორჩება. ამ შეხვედრაში გამოჩნდება, რამდენად სერიოზულია "მწვანეების" ამბიცია.

სტუმართა უპირველესი თავსატეხი რადამელ ფალკაოსა და ემანუელ რივიერის გაჩერებაა, ამ ფორვარდებს ერთად 13 გოლი აქვთ უკვე გატანილი ("მონაკოს" 14 გოლიდან).

სხვა მატჩებიდან ექს-ჩემპიონ "მონპელიესა" და კრიზისში მყოფ "ლიონის" დაპირისპირებას გამოვყოფთ. მე-4 ადგილოსანი "ლილი" შინ "აიაჩოს" მასპინძლობს. ჩრდილოური კლუბისთვის ეს შესანიშნავი შანსია, თუკი ზემოთ წაიფორხილებენ, ლიდერებს მიუახლოვდეს.

საფრანგეთი. ლიგა 1. VIII ტური
4 ოქტომბერი
ბასტია-ლორიანი 4:1

5 ოქტომბერი
მონაკო-სტ. ეტიენი 19:00
გენგამი-რენი 22:00
ლილი-აიაჩო 22:00
ნანტი-ევიანი 22:00
ტულუზი-ნიცა 22:00
ვალანსიენი-რეიმსი 22:00

6 ოქტომბერი
მარსელი-პსჟ 23:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჟინიაკი, ალო, მორელი - ტ. სილვა, ალექსი

ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +5=1-0

ურთიერთშეხვედრები
სულ 39 თამაში: +15=9-15, (44-45)

სავარაუდო შემადგენლობები

მარსელი (4-2-3-1): მანდანდა - ფანი, ნკულუ, მენდეში, მენდი - რომაო, იმბულა - პაიე, ვალბუენა, ჯ. აიუ - ა. აიუ
პსჟ (4-3-3): სირიგუ - ვან დერ ვილი, მარკინიოსი, კამარა, მაქსველი - ტიაგო მოტა, ვერატი, მატუიდი - ლუკას მოურა, იბრაჰიმოვიჩი, კავანი

მონპელიე-ლიონი 16:00
ბორდო-სოშო 19:00

ბომბარდირები: 7 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 6 - კევინ ბერიგო (ევიანი), ემანუელ რივიერი (მონაკო); 5 - დარიო ცვიტანიჩი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული