გამარჯვების გოლი პენალტის ნიშნულიდან ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გაიტანა.
მილოშ კრასიჩის უიღბლობა დასრულდა
ჩემპიონატი კორსიკაში დაიწყო, სადაც "ბასტიამ" 4:1 გაანადგურა "ლორიანი".
ამ თამაშში განსაკუთრებით აღსანიშნავია მასპინძელთა მესამე გოლი, რომელიც სერბი მილოშ კრასიჩის ანგარიშზეა. დიახ, 28 წლის ფორვარდმა 18-თვიანი "მშრალი სერიის" (!) მერე, როგორც იქნა, გაიტანა.
"მე ყოველთვის მომწონდა საფრანგეთის ჩემპიონატი", - იტყვის თამაშის მერე მოსკოვის ცსკა-ს და ტურინის "იუვენტუსის" ყოფილი ვარსკვლავი.
შეგახსენებთ, რომ კრასიჩი "ფენერბაჰჩეს"
ჯეიმს, შენ ჩემპიონი ხარ
"მონაკომ" მოიგო, მაგრამ ქომაგები გვარიანად ანერვიულა - გუნდს გამარჯვება თამაშის დასრულებამდე 3 წუთით ადრე შეცვლაზე შესულმა არგენტინელმა ლუკას ოკამპოსმა მოუტანა - 2:1.
ოკამპოსმა პირველი გოლის ავტორი ბელგიელი იანიკ ფერეირა-კარასკო შეცვალა. ორივე ფეხბურთელს ასისტენტობას კოლუმბიელი ჯეიმს როდრიგესი უწევდა. ამ ორ გოლს შორის კი საფრანგეთის ყველაზე ტიტულოვანი გუნდის გოლი იყო - რენო კოადის პასით თავი რომა ჰამუმამ გამოიჩინა.
კლაუდიო რანიერი (მონაკო):
"ძალიან მნიშვნელოვანია ხასიათის სიმტკიცე, რაც ჩემმა ფეხბურთელებმა ამ საღამოს კარგად გამოავლინეს.
მეორე ტაიმი ცუდად დავიწყეთ. "მონაკოში" ბევრია მაღალი კლასის ფეხბურთელი, მაგრამ მხოლოდ ხარისხი არასაკმარისია. ბევრი შეცდომა დავინახე. ჯეიმს როდრიგესს ძლიერ ვაკრიტიკებდი, მაგრამ მგონი, ის პრესას არ კითხულობს. მერე მივედი და ვუთხარი, რომ ის ჩემპიონია, მისი მჯერა და... ორი საგოლე პასი გააკეთა".
შაბათის სხვა მატჩებიდან აღსანიშნავია "ლილის" და "ნანტის" იოლი გამარჯვებები. ჩრდილოური კლუბები აშკარად მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებენ. აი, ფილიპ მონტანიეს "რენს" კი, მგონი, კრიზისი დაეწყო, რაც ცოტა გასაკვირიცაა.
კიდევ არ მოხსნიან?
ძალიან საკვირველი იქნება, თუკი, როცა ამ სტრიქონებს წაიკითხავთ, "ლიონის" თავკაცი ისევ რემი გარდი იქნება - გუნდმა, რომელიც ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი იყო, 1:5 წააგო "მონპელიესთან" და მყარად დაიმკვიდრა თავი ცხრილის მეორე ნახევარში.
ამას დავუმატოთ არცთუ წარმატებული გამოსვლა ევროპალიგაზე...
"ლიონმა" ბოლო 11 თამაშიდან მხოლოდ 1 მოიგო, თუმცა ასეთ შერცხვენას მაინც არავინ ელოდა.
"მონპელიეს" დუეტის კარგმა თამაშმა მოაგებინა: რემი კაბელიას ანგარიშზე ორი გოლი და ამდენივე საგოლე პასია, ხოლო ვიქტორ უგო მონტანიოს ანგარიშზე - დუბლი.
საფრანგეთი. ლიგა 1. IX ტური
მარსელი-პსჟ 1:2
გოლები: 1:0 ა. აიუ (34-პენ), 1:1 მაქსველი (45), 1:2 იბრაჰიმოვიჩი (66-პენ)
მარსელი (4-2-3-1): მანდანდა - ფანი, ნკულუ, მენდეში, მენდი - პაიე (69. ხალიფა), რომაო - ვალბუენა, იმბულა-ვანგა (79. ტოვენი), ა. აიუ - ჯ. აიუ (66. ჟინიაკი)
პსჟ (4-1-2-3): სირიგუ - ვან დერ ვილი, ალექსი, მარკინიოსი, მაქსველი - ტიაგო მოტა - ვერატი, მატუიდი - კავანი (81. ლუკას მოურა), იბრაჰიმოვიჩი (75. ზ. კამარა), ლავეცი (37. რაბიო)
გაძევება: ტიაგო მოტა (30)
ბასტია-ლორიანი 4:1
გოლები: 1:0 ბუდებუზი (6), 2:0 ხაზრი (23-პენ), 2:1 კუტადო (31), 3:1 კრასიჩი (59), 4:1 რომარიკი (79)
გაძევება: აზუნი (84. ლორიანი)
მონაკო-სტ. ეტიენი 2:1
გოლები: 1:0 ფერეირა (15), 1:1 ჰამუმა (49), 2:1 ოკამპოსი (87)
მონაკო (4-2-3-1): სუბაშიჩი - რაგი, რ. კარვალიო, აბიდალი, ტისერანდი - ობადი, კონდოგბია (84. ჟერმაინი) - ჯ. როდრიგესი, მოუტინიო, ფერეირა (83. ოკამპოსი) - ფალკაო.
გენგამი-რენი 2:0
გოლები: 1:0 სორბონი (47), 2:0 იატაბარე (70)
გაძევება: ნ. ოლივეირა (63. რენი)
ლილი-აიაჩო 3:0
გოლები: 1:0 სუარი (16), 2:0 გიეი (58), 3:0 კალუ (71)
ნანტი-ევიანი 3:0
გოლები: 1:0 ჯორჯევიჩი (2), 2:0 ჯორჯევიჩი (34), 3:0 ჯილობოჯი (66)
ტულუზი-ნიცა 1:0
გოლი: 1:0 ბენ იედერი (34)
ვალანსიენი-რეიმსი 1:1
გოლები: 0:1 ონიანგი (30), 1:1 ენზა (90)
მონპელიე-ლიონი 5:1
გოლები: 1:0 მონტანიო (17), 2:0 მუნიე (45), 2:1 ლაკაზეტი (47), 3:1 კაბელია (60-პენ), 4:1 კაბელია (67), 5:1 მონტანიო (68)
ლიონი (4-2-3-1): ლოპეში - ფერი, კონე, ფოფანა, ბედიმო - მვუემბა (60. დანიკი), გრენიე - ბრიანი (60. პლეა), გონალონი, ლაკაზეტი - გომისი (80. მალბრანკი)
გაძევება: გონალონი (82. ლიონი)
ბორდო-სოშო 4:1
გოლები: 0:1 კონტუ (17), 1:1 საივე (21-პენ), 2:1 ჟუსიე (38), 3:1 დიაბატე (70), 4:1 დიაბატე (89)
ბომბარდირები: 7 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 6 - კევინ ბერიგო (ევიანი), ფილიპ ჯორჯევიჩი (ნანტი), ემანუელ რივიერი (მონაკო).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"