საფრანგეთი. ლიგა 1. XV ტურის წინ: შუაღამე პარიზში

AutoSharing Option
პსჟ-ს მდევრებთან უპირატესობის შენარჩუნება ან გაზრდა სწადია. "ლილი" და "მონაკო" ერთმანეთს მეორე ადგილს ედავებიან. ოდნავ მოფერიანებული "მარსელი" მეოთხე პოზიციამდე ამოვიდა და შეჩერებას არ აპირებს.

გამოიკვეთა ბოლო სამეულიც - აუტსაიდერებს სასწრაფოდ ქულები სჭირდებათ...

დასასრული
ტურის დასკვნით და ცენტრალურ შეხვედრაში, რემი გარდის "ლიონი" თითქოს განწირულია. თუმცა რაც არ უნდა იყოს, ეს "ლიონია", რომელიც 21-ე საუკუნეში ფრანგული ფეხბურთის მთავარ დამრტყმელ ძალად იქცა და სწორედ ახლა ცდილობს "ლომების" ტახტიდან ჩამოგდებას "პარი სენ ჟერმენი".

მოკლედ, დედაქალაქში ყველა ვარიანტში სანახაობრივი თამაში უნდა გამოვიდეს. ვნახოთ, როგორი შუაღამე
ელის პარიზში გარდის გვარდიას.

"ლილი" ლორან ბლანის გუნდს ფეხდაფეხ მოსდევს "ლილი" და მეტოქის უფრო ახლოს მოშვება პარიზელების გეგმებში ნამდვილად არ შედის. "პარკ დე პრენსზე" მაყურებელი გამარჯვებას მოლოდინში მივა.

ბოლო 6 ურთიერთშეხვედრას თუ ავიღებთ, აქედან 4 პსჟ-მა მოიგო, მხოლოდ ერთი "ლიონმა", ისიც თასზე და ასევე იყო ერთი ფრე, დაუვიწყარი 4:4 წინა წლის თებერვალში.

პსჟ-ს შემადგენლობა საბრძოლოა, დანაკლისის გარეშე. აი ლიონელები კი მოისაკლისებენ რამდენიმე ფეხბურთელს, მაგრამ გარდი სირთულეებს მიჩვეულია და ამჯერადაც მოიფიქრებს რამეს. მის გუნდს ოთხმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და ესეც დიდი საქმეა. აი პარიზელებს კი ამ სეზონში ჯერ არ წაუგიათ.

შუალედში
დასაწყისი იყო წუხანდელი შეხვედრა "მარსელსა" და "მონპელიეს" შორის, რომელსაც გაგრძელებები დღეს მოყვება.

ჩვენს ინტერესს ყველაზე მეტად "სენტ ეტიენისა" და "რეიმსის" დაპირისპირება იწვევს. რეიმსელებმა წინა ტურში უშანსოდ კი წააგეს პსჟ-სთან, მაგრამ ეს საპატიო მარცხია, სხვა მხრივ კი მათი თამაში და შედეგები მიმდინარე სეზონში მართლაც აღფრთოვანებას იწვევს.

თავის მხრივ, "მწვანეებს" შინ უკვე ორი მატჩია არ მოუგიათ, ეს კი "ჟოფრუა გიშარისთვის" უკვე ბევრია. წინა სეზონში ამ გუნდებს შორის ორივე შეხვედრა ფრედ დასრულდა და საერთოდ, თუ როდის დაამარცხა ბოლოს "სენტ ეტიენმა" "რეიმსი" ისტორიასაც არ ახსოვს.

"მონაკომ" უაღრესად საჭირო სამი ქულა მოიპოვა სტუმრად "ნანტთან" და ზედმეტად მაღლა აფრენილი "იადონები" მიწაზე დაანარცხა.

თუმცა კლაუდიო რანიერის გუნდის თამაში იდეალურისგან საკმაოდ შორსაა და ასევე მძიმე "რენთან" შეხვედრაში მოგება ადვილი სულაც არ იქნება. ამ გუნდებს ერთმანეთში დაზავება არ უყვართ, ბოლო 4 ურთიერშეხვედრა ერთნაირი ანგარიშით 1:0 დასრულდა - 2 "მონაკომ" მოიგო, ორიც "რენმა".

ხსენებულ "ნანტს" "გენგამთან რთული გასვლა აქვს და იქ გამოაჩენს რამდენად სერიოზულია ზრახვები ხუთეულში ყოფნასთან დაკავშირებით.

აუცილებლად უნდა ვახსენოთ "ლილიც", რომელიც "ვალანსიენს" ესტუმრება. რენე ჟირარის კლუბს უკვე 9 მატჩია გოლი არ გაუშვია. "ვალანსიენმა" კი ამ სეზონში ჩატარებული 15 მატჩიდან 7-ში საერთოდ ვერ გაიტანა, ხოლო 5-ში მხოლოდ ერთი გოლი შეაგდო. თავად განსაჯეთ რამდენად აქვთ რაიმეს შანსი მასპინძლებს.

თუმცა ასე მარტივადაც არ არის საქმე. არიელ იაკობსის ხელში "ვალანსიენს" სამმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს - მოუგო "აიაჩოს", ბოლო წუთამდე უგებდა "მონპელიეს" და წინა ტურში "ჟერლანზე" ქულა აიღო "ლიონთან". "ლილი" კი ზედმეტად დაეჩვია მინიმალური სხვაობით გამარჯვებებს და ცოტა მომენტების შექმნასთან დაკავშირებითაც აქვს პრობლემები.

საფრანგეთი. ლიგა 1. XV ტური
29 ნოემბერი
მარსელი-მონპელიე 2:0

30 ნოემბერი
მონაკო-რენი 20:00
ვალანსიევი-ლილი 23:00
გენგამი-ნანტი 23:00
ლორიანი-ნიცა 23:00
სტ. ეტიენი-რეიმსი 23:00
ტულუზი-სოშო 23:00

1 დეკემბერი
ბორდო-აიაჩო 17:00
ბასტია-ევიანი 20:00
პსჟ-ლიონი 00:00

ბომბარდირები:
9 - ედინსონ კავანი (პსჟ), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ), რადამელ ფალკაო (მონაკო); 8 - ფილიპ ჯორჯევიჩი (ნანტი); 7 - ნელსონ ოლივეირა (რენი), ვენსან აბუბაქარი (ლორიანი), შეიკ დიაბატე (ბორდო), დარიო ცვიტანიჩი (ნიცა)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული