საქმე ამჯერადაც თერთმეტმეტრიანებამდე მიდიოდა, მაგრამ ედინსონ კავანიმ ბოლო წამებზე ჩვეულად იფეთქა და... ურუგვაელმა 119-ე წუთზე ჟერემი მენეზს აქტიურობა დაუფასა და დუბლი გაიფორმა. საინტერესოა ისიც, რომ "მწვანეების" მხრიდან გოლი შეცვლაზე შემოსულმა თურქმა ფორვარდმა მევლუდ ერდინჩმა გაიტანა, პსჟ-ის ყოფილმა ფეხბურთელმა.
დაახლოებით ერთი საათი უგოლო მატჩს ადევნებდა თვალყურს "ჟერლანზე" მისული გულშემატკივარი, მაგრამ დარჩენილ დროში გუნდებმა ისეთი
პრინს ონიანგმა "რეიმსი" თამაშში დააბრუნა. 82-ე წუთზე კი იოან გურკუფმა შორიდან ძალიან ეფექტური გოლი გაიტანა და თითქოს აქ მაინც დასრულდა ყველაფერი, მაგრამ... ფლოიდ აიიტემ 87-ეზე პენალტით სხვაობა კვლავ მინიმუმამდე შეამცირა და ცოტა ხანში გაეტან შარბონიეს რომ გაეტანა, მატჩი დამატებით დროში გადავიდოდა, მაგრამ მასპინძელთა მეკარემ ენტონი ლოპეშმა იყოჩაღა. "ლიონი" მეოთხედფინალშიც გავიდა და თან "ევიანზე" ჩემპიონატში წაგებული თამაშისთვისაც იძია შური.
"მარსელის" დროებითმა მწვრთნელმა ჟოზე ანიგომ თავისი პირველი გამარჯვება მოიპოვა გუნდთან ერთად. "ოლიმპიკმა" საკუთარ "ველოდრომზე" "ტულუზს" სძლია. სტუმრებს ერთი ბურთი თავიანთმა ყოფილმა ვარსკვლავმა ანდრე-პიერ ჟინიაკმა გაუტანა. შეგახსენებთ, რომ წინა გათამაშებამდე "მარსელმა" ეს ტურნირი ზედიზედ სამჯერ მოიგო.
მარკო რუბენმა "ბასტიას" პენალტი ვერ შეუგდო, მას მეკარე ჟან-ლუი ლეკამ აჯობა. ამისთვის "ევიანი" მალევე დაისაჯა და კორსიკელები მრავალნანახი ვეტერანი ბრაზილიელის, ილანის გოლით დაწინაურდნენ. თუმცა მეორე ტაიმში იყო დანიელი დანიელ ვასის დიდების 5 წუთი. მისმა წყვილმა გოლმა დაპირისპირების ბედი გადაწყვიტა. სხვათა შორის, ვასის მეორე ბურთი ძალიან ლამაზი გამოვიდა.
ბრეტონის დედაქალაქ რენში ყველაზე საძულველი ადამიანი ახლა ალბათ არბიტრი ტონი შაპრონია, რომელმაც 91-ე წუთზე "ბორდოს" სასარგებლოდ პენალტი დანიშნა. ჟირონდელებს მინდორზე ათიოდ წუთის გამოსულმა ჟუსიმ მოაგებინა. მეოთხედფინალში ფრანსის ჟიიოს გუნდი პსჟ-ს ხვდება და "შაბან-დელმაზე" კარგი თამაში უნდა გამოვიდეს.
ერთადერთი მერვედფინალური წყვილი, რომელშიც ბრძოლა უინტერესოდ და დაძაბულობის გარეშე წარიმართა და რომელშიც ერთმა გუნდმა მეორეს ერთბურთიან სხვაობაზე მეტით მოუგო - "ნიცა"-"სოშო" გახლდათ. ორი ლიგა 2-ის წარმომადგენელი შეება ერთმანეთს ტრუაში. დრამის გარეშე არც იქ იყო საქმე. ოთხგოლიანი პირველი ტაიმის შემდეგ, დაძაბულმა მეორე ნახევარმა უკვე ყველა დამატებით დროს შეაგუა, როდესაც მასპინძელთა თავხოტორა ათიანმა ბენჟამინ ნივემ დაამტკიცა, რომ ბებერი ხარის... "ტრუა" ლიგის თასზე შემორჩენილი ეული ქვედალიგელია.
ლიონი-რეიმსი 3:2
გოლები: 1:0 გომისი (58), 2:0 ლაკასეტი (60), 2:1 ონიანგი (64), 3:1 გურკუფი (81), 3:2 აიიტე (87-პენ.)
ნიცა-სოშო 3:0
გოლები: 1:0 პიეჩინოვიჩი (14), 2:0 ჟენევუა (31), 3:0 პიე (34)
პსჟ-სენტ ეტიენი 2:1 დ.დ.
გოლები: 1:0 კავანი (25), 1:1 ერდინჩი (78), 2:1 კავანი (119)
მარსელი-ტულუზი 2:1
გოლები: 1:0 მენდი (13), 2:0 ჟინიაკი (29-პენ.), 2:1 სპაიიჩი (42)
რენი-ბორდო1:2
გოლები: 0:1 ენრიკე (50), 1:1 დუკურე (52), 1:2 ჟუსი (90-პენ.)
ევიანი-ბასტია 2:1
გოლები: 0:1 ილანი (32), 1:1 ვასი (62), 2:1 ვასი (67)
ტრუა-ტური 3:2
გოლები: 0:1 ბერგუნიუ (5), 1:1 კურტი (7), 2:1 კური (23), 2:2 ადნანი (45), 3:2 ნივე (90)
მეოთხედფინალები
14-15 იანვარი:ბორდო-პსჟ; ლიონი-მარსელი; ტრუა-ევიანი; ნანტი-ნიცა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"