"მესი და რონალდო მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან, თუმცა მე მაინც უფრო კრიშტიანო რონალდო მომწონს", - თქვა ფალკაომ.
აღსანიშნავია, რომ ფალკაო ამ ბოლო დროს მოედანზე არ გამოჩენილა. ფრანგი ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ კოლუმბიელი ფეხბურთელი ახალ სამუშაო ადგილს ეძებს.
შეგახსენებთ, რომ ადრე ვრცელდებოდა ჭორები, თითქოს ფალკაოსა და გუნდის მთავარ მწვრთნელს, კლაუდიო რანიერის შორის კონფლიქტი მოხდა.
მომზადებულია goal.com-ის მიხედვით