ამის შესახებ ინფორმაციას La Gazetta dello Sport-ი ავრცელებს.
მილანური კლუბის მფლობელი ერიკ ტოჰირი პსჟ-ის მფლობელს, ნასერ ალ-ჰელაიფის შეხვდა.
წყაროს ცნობით, პარიზელები მზად არიან, ესეკიელ ლავეცი 25 მილიონ ევროდ გაყიდონ, მაგრამ "ინტერს" მისი შეძენის საშუალება არ აქვს.
ამასთან ერთად, პარიზული კლუბი პასტორეს იჯარაზე თანახმაა, რომელიც შესაძლოა მილანში უკვე იანვარში გადაბარგდეს.
ლავეციმ მიმდინარე სეზონში 14 მატჩში ორჯერ გაიტანა, პასტორე კი მოედანზე 12-ჯერ გამოვიდა.