"მონაკოსთან" 5-ქულიან უპირატესობას ხელიდან აღარ გავუშვებთ" [VIDEO]

AutoSharing Option
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-20 ტურის მატჩში "პარი სენ-ჟერმენმა" სტუმრად 2:1 დაამარცხა "აიაჩო".

ყველასთვის მოულოდნელად მე-6 წუთზე ედუარდოს გოლით "აიაჩო" დაწინაურდა, თუმცა ამის შემდეგ პსჟ-ს უპირატესობა აშკარა გახდა.

41-ე წუთზე ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ცარიელ კართან მარტოდმარტო მყოფ ესეკილ ლავეცის გაატანინა. გამარჯვების გოლი კი 74-ე წუთზე გავიდა - იბრაჰიმოვიჩმა თავით დაუგდო ბლეზ მატუიდის, რომელმაც მასპინძელთა კარი თავითვე დალაშქრა.

ამ გამარჯვების შემდეგ პსჟ (47 ქულა) უკვე 5-ქულიანი უპირატესობით უსწრებს "მონაკოს", რომელმაც 10 იანვარს ქულები "მონპელიესთან" მატჩში დაკარგა (1:1), "აიაჩო" კი 9 ქულით უკანასკნელ ადგილზეა.

ბლეზ მატუიდი
(პსჟ): "ჩვენ ვეთამაშეთ გუნდს, რომელიც გააფთრებით იბრძვის გადარჩენისთვის. მათ ჰქონდათ საგოლე შანსები, ისევე როგორც ჩვენ. ასე რომ, მიმაჩნია შედეგი სამართლიანია. არ მინდა დავიწუწუნო, მაგრამ მინდორი იმდენად მშრალი იყო, რომ ჩვენისთანა ტექნიკურ გუნდს თამაშის საშუალებას არ აძლევდა. მთავარია, მოვიგეთ და წინ წავედით. ვფიქრობ, ამ 5-ქულიან უპირატესობას აღარ გავუშვებთ ხელიდან".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული