მარსელი ასპილიკუეტეს შემცვლელს ეძებს

AutoSharing Option
"მარსელის" ხელმძღვანელობა "რენის" მცველის როდ ფანის შეძენის ვარიანტს განიხილავს. ეს გადწყვეტილება იმითაა გამოწვეული, რომ ტრავმის გამო გუნდს მცველი სესარ ასპილიკუეტე დიდი ხნით გამოაკლდა. საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონი ფანის უკვე ორი წელია აკვირდება და ნიჭიერი ფეხბურთელის შეძენას უკვე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გეგმავს.

კლუბის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ დასიემ დაადასტურა, რომ ამ დროისთვის "მარსელი" გათვლას ორ მცველზე აკეთებს, რომელთაგან ერთი შიდა ჩემპიონატში თამაშობს, მეორე კი საზღვარგარეთ.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულში ფანის "ატლეტიკოში" გადასვლა შეეძლო, თუმცა გარიგება მცველის სატრანსფერო ღირებულებაზე მოურიგებლობის გამო ჩაიშალა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული