მართალია, კლაუდიო რანიერიმ წინა ტურის მერე "პარი სენ-ჟერმენი" უკვე ჩემპიონად გამოაცხადა და სეზონის სტარტზევე ამბობდა, რომ პსჟ უკონკურენტოა, მაგრამ რატომ არ უნდა ითამაშოს "მონაკომ" საკუთარ "ლუი მეორეზე" მეტოქესთან მოსაგებად?
რა თქმა უნდა, ითამაშებს და თუ ამას შეძლებს სხვაობა ორ ქულამდე შემცირდება, თანაც მალე ჩემპიონთა ლიგა განახლდება და პარიზელებს იქითაც მოუწევთ ყურადღების გადატანა. მოკლედ, ვითარება დროებით მაინც დაიძაბება.
ეს ყველაფერი იდეის დონეზე, თორემ ლორან ბლანს ცხადია, სულ სხვა გეგმები აქვს და მონაკოდან 3 ქულის წაღებაზე ფიქრობს. ნებისმიერ
რადამელ ფალკაო არ იქნება, მაგრამ ჩინებულ ფორმაშია ემანუელ რივიერი. სისტემატიურად გატანა დაიწყო ვალერი ჟერმენმა. "მონაკოს" ჰყავს გამოცდილი ახალწვეული დიმიტარ ბერბატოვის სახით, მშვენიერ ფორმაში მყოფი კოლუმბიელი ფანტაზისტა ჯეიმს როდრიგესი და ასე შემდეგ.
დედაქალაქელებზე საუბარიც ზედმეტია, მათ ორი თითქმის თანაბრად ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ. თუმცა პირველ რიგში რა საკვირველია, ზლატან იბრაჰიმოვიჩი უნდა გამოვარჩიოთ. შვედი მშვენიერ ფორმაშია, გატანას აგრძელებს და რამდენიმე დღის წინ, ორი ბრწყინვალე გოლით თავისი გუნდი საფრანგეთის ლიგის თასის ფინალშიც გაიყვანა.
"ჩემი დებიუტისთვის იდეალური მატჩია. მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშებ და ვეცდები ეს შანსი გამოვიყენო და თავიდანვე კარგი შთაბეჭდილება მოვახდინო.
ზლატან იბრაჰიმოვიჩზე ახალი რა ვთქვა? მას ყველა იცნობს, ის ძალიან ნიჭიერი და ძლიერი ფეხბურთელია. მეტოქეს ჰყავს სხვა ბრწყინვალე ფეხბურთელებიც და აშკარად ფავორიტია, მაგრამ ჩვენ სახლში ვთამაშობთ და პსჟ-ს ადვილი შეხვედრა არ ელის.
მთავარი არა სახეები, არამედ გუნდურობაა. ჩემთვის ეს ახალი გამოცდილება და საინტერესო თავგადასავალია", - განცხადა ბერბატოვმა.
სხვათა შორის, როგორც ირკვევა ბულგარელი თავდამსხმელი "მონაკოს" არა იჯარით აუყვანია, როგორც თავიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, არამედ ბოლომდე გამოუსყიდია "ფულემიდან". ეს ინფორმაცია ლონდონურმა კლუბმაც დაადასტურა.
რბოლა ლიგის საგზურისთვის
ამჟამად მესამე ადგილზე მყოფი "ლილი", რომელსაც "სენტ ეტიენის" გარდა სხვა მდევრებიც ჰყავს, აუტსაიდერ "სოშოს" მასპინძლობს. ვისთან თუ არა მონბელიარელებთან უნდა შეწყვიტოს რენე ჟირარმა ლიგა ერთში ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია...
რაც არ უნდა იყოს, "ლილს" ჯერ კიდევ ყველაზე ცოტა გოლი აქვს გაშვებული ჩემპიონატში და "სოშოსთვის" ძალიან რთული თამაში იქნება, მაგრამ წინა ტურში მოგებამ, "ლომებს" იმედის სულ პატარა ნაპერწკალი გაუღვივა.
თუმცა ისიც სათქმელია, რომ უკანასკნელი 20 ურთიერთშეხვედრიდან "სოშოს" "ლილისთვის" მხოლოდ 1 აქვს მოგებული.
"ტულუზთან" საკუთარ კედლებში დაკარგული 2 ქულის მერე, "მარსელი" "ბასტიას" დამარცხებას და "ველოდრომის" პუბლიკის თვალში ამით რეაბილიტირებას შეეცდება. კორსიკელები გასვლაზე ძალიან სუსტები არიან და ჟოზე ანიგოს შეგირდებმა ეს შეხვედრა მაინც უნდა მოიგონ.
"ლიონს" ხანგრძლივი წაუგებელი სერია წინა ტურში "რენთან" შეუწყდა, მაგრამ რემი გარდის ბიჭებმა ხასიათი საფრანგეთის ლიგის თასის ფინალში გასვლით გამოისწორეს და ახლა კიდევ ერთი რთული გასვლა ელით ლიგის თასის ნახევარფინალიდან გამოვარდნილ "ნანატთან", რომელსაც ჯერ კიდევ შემორჩა ხუთეულში მოხვედრის შანსი და ოთხთამატჩიანი მოუგებლობისთვის წერტილის დასმას ლიონელების დამარცხებით შეეცდება.
"იაოდნებისა" და მათი მეტოქის სათამაშო სტილს და მატჩის მნიშვნელობას თუ გავითვალისწინებთ, წესით უხვგოლიანი და სანახაობრივი შეხვედრა უნდა გამოვიდეს.
საფრანგეთი. ლიგა 1. XXIV ტური
7 თებერვალი
ტულუზი-სტ. ეტიენი 0:0
8 თებერვალი
მარსელი-ბასტია 20:00
გენგამი-რეიმსი 23:00
აიაჩო-რენი 23:00
ლილი-სოშო 23:00
მონპელიე-ევიანი 23:00
ვალანსიენი-ნიცა 23:00
9 თებერვალი
ნანტი-ლიონი 17:00
ბორდო-ლორიანი 20:00
მონაკო-პსჟ 00:00
ბომბარდირები:
18 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 13 - ედინსონ კავანი (პსჟ); 12 - ალექსანდრ ლაკასეტი (ლიონი), ვენსან აბუბაქარი (ლორიანი); 10 - ანდრე-პიერ ჟინიაკი (მარსელი); 9 - რადამელ ფალკაო (მონაკო), ემანუელ რივიერი (მონაკო).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"