ნასრი საფრანგეთის საუკეთესო ფეხბურთელია

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" და საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველი სამირ ნასრი საფრანგეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ჟურნალ France Football-ის ექსპერტების გამოკითხვაში ნასრიმ პირველი ადგილი დაიკავა და "ჩელსის" ფლორან მალუდას და და "ლიონის" მეკარეს უგო ლორისს გაუსწრო.

გამოკითხვის მონაწილეთა შორის უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინიც იყო, რომელმაც განაცხადა, რომ ხმას არავის მისცემდა, რადგან საფრანგეთის საუკეთესო ფეხბურთელები სამხრეთ აფრიკაში მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატში მონაწილეობდნენ და მათგან არცერთი არ იმსახურებს ჯილდოს, რომელსაც წარსულში ისეთი ცნობილი ფეხბურთელები ფლობდნენ, როგორიც რაიომონ კოპა, მარიუს ტრეზორი და ლორან ბლანი იყვნენ.

23
წლის ნასრი მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე ეროვნული გუნდის შემადგენლობაში ვერ მოხვდა. ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ნახევარმცველმა 14 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა. ნასრი "არსენალის" საუკეთესო ბომბარდირია ქვეყნის ჩემპიონატში.

2009 წელს საფრანგეთის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი "ბორდოს" მოთამაშემ იოან გურკუფმა მოიპოვა. 2007 და 2008 წელს ჯილდო "ბაიერნელ" ფრენკ რიბერის ხვდა წილად.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული