ორი ოლიმპიკი, ორი მეგობარი

AutoSharing Option

ტურის ცენტრალური მატჩი კვირას "ველოდრომზე" გაიმართება - ერთმანეთს ორი "ოლიმპიკი" ხვდება, მარსელისა და ლიონის. ჩემპიონი 27 ქულით მე-5 ადგილზეა, მეტოქე კი 29 ქულით მე-3 ადგილზეა. ალბათ, ამ გრანდების დაპირისპირებით სხვები ისარგებლებენ, მაგრამ საფეხბურთო საფრანგეთი სწორედ ამ შეხვედრას ელის გაფაციცებით. მაშ ასე, ორი არგენტინელი მეგობარი, ორი ლიდერი, ლუჩო გონსალესი და ლისანდრო ლოპესი ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშებს.


ახლა ლიონში და მარსელშიც ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრაზე ლაპარაკობენ, თუმცა დღეიდან სალაპარაკო თემა ორი "ოლიმპიკის" დაპირისპირებით შეიცვლება. "მარსელი" მარჯვენა ფლანგზე ახალი ფეხბურთელით დაუხვდება მეტოქეს - დიახ, გამართლდა

მედიის ცნობა და "რენი" შეელია საფრანგეთის ნაკრების მცველ როდ ფანის, რომელმაც 2,5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და უკვე "ლიონის" წინააღმდეგ აქვს თამაშის უფლება. როდ ფანი მძიმედ დაშავებულ ესპანელ სესარ ასპილიკუეტას შეცვლის. "რატომ ვარჩიე "მარსელი"? ბევრი მიზეზია, ჩამოვთვლი ზოგიერთს: კლუბის სახელი, ამბიციები, ჩემპიონთა ლიგაში თამაშის პერსპექტივა, აქ, მარსელთან ახლო ქალაქში ვარ გაზრდილი", - განაცხადა როდ ფანიმ პრეზენტაციაზე.


დღეს
ლანსი-კაენი 22:00
მონპელიე-ოსერი 22:00
ნიცა-ბრესტი 22:00
რენი-ვალანსიენი 22:00
სენტ ეტიენი-არლი 22:00
ტულუზი-ლორიანი 22:00
პსჟ-მონაკო 00:00

ხვალ
ლილი-ნანსი 20:00
სოშო-ბორდო 20:00
მარსელი-ლიონი 00:00


თ მ ფ წ ბ ქ
1. ლილი 17 8 7 2 32-20 31
2. პსჟ 17 8 6 3 28-17 30
3. ლიონი 17 8 5 4 24-19 29
4. რენი 17 7 7 3 17-11 28
5. მარსელი 17 7 6 4 26-16 27
6. ბრესტი 17 7 5 5 19-14 26
7. სტ. ეტიენი 17 6 7 4 23-19 25
8. ბორდო 17 6 7 4 21-18 25
9. მონპელიე 17 7 4 6 14-18 25
10. სოშო 17 7 3 7 27-20 24
11 ლორიანი 17 7 3 7 22-21 24
12. ტულუზი 17 7 3 7 17-18 24
13. ნანსი 17 6 4 7 19-26 22
14. ოსერი 17 4 9 4 23-20 21
15. ნიცა 17 5 6 6 13-17 21
16. ვალანსიენი 17 4 7 6 19-19 19
17. მონაკო 17 2 9 6 15-17 15
18. კაენი 17 3 6 8 16-26 15
19. ლანსი 17 3 6 8 15-30 15
20. არლი 17 1 4 12 10-34 7


ბომბარდირები: 13 - სოუ (ლილი); 11 - ნენე (პსKჟ); 10 - ელ-არაბი (კაენი); 8 - პაიე (სენტ ეტიენი), გამეირო (ლორიანი).

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული