ზლატან იბრაჰიმოვიჩის გოლი და აღნიშვნა ერთდროულად [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პსჟ-ის თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა "ნანტთან" (2:1) საფრანგეთის ჩემპიონატის მე-17 ტურის მატჩში დუბლი შეასრულა და საკუთარ გუნდს მოაგებინა.

იბრაჰიმოვიჩის გოლები ამჯერადაც ეფექტური გამოდგა.

შვედ ფეხბურთელს პირველი გოლი და აღნიშვნა ერთდროულად გამოუვიდა, ხოლო მეორე გოლი მან საჯარიმო დარტყმიდან გაიტანა.

ამის მიუხედავად იბრაჰიმოვიჩმა მატჩის შემდეგ გაანცხადა, რომ 100 პროცენტით მზად არ არის.

"მოედანზე თავს კარგად ვგრძნობდი. ნელ-ნელა ვუმატებ, თუმცა 100 პროცენტით მზად ჯერ არ ვარ, მაგრამ ასე თუ გავაგრძელე ჩემს საუკეთესო ფორმას მალე დავუბრუნდები.

ყოველთვის ვცდილობ გუნდს დავეხმარო. ამჯერად პსჟ
-ს ორი გოლით დავეხმარე", - თქვა იბრაჰიმოვიჩმა.

მომზადებულია psg.fr-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
Ibra - მჭედლიძეს არ ჩამორჩა.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული