გამოცემის ცნობით, პსჟ მალე დაიწყებს (ან უკვე დაწყებული) ანხელ დი მარიაზე, პოლ პოგბაზე, ლიონელ მესიზე, ლუის სუარესსა და კრიშტიანო რონალდოზე "ნადირობას". თვალსაჩინოებისთვის კი ფრანგულმა გამოცემამ პოტენციურ ახალწვეულებს პარიზული კლუბის ფორმები წინასწარ მოარგო და ფოტოკოლაჟი გარეკანზე განათავსა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე პსჟ-ის პრეზიდენტმა ნასერ ელ-ხელაიფიმ განაცხადა, რომ არ გააგრძელებს კონტრაქტს ზლატან იბრაჰიმოვიჩთან და გუნდისთვის ახალი ვარსკლავის ძებნას დაიწყებს.