"ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ფეხბურთს საერთოდ დავანებო თავი. ეს აზრები ადრეც მომდიოდა და ახლაც მომდის. როცა კარიერას დავასრულებ, სპორტიდან საერთოდ წავალ, მაგრამ არ ვიცი ჯერ, რას გავაკეთებ.
ფეხბურთი ჩემთვის კარგად ცხოვრების საშუალებაა, სხვადასხვა კულტურის შეცნობის და ოჯახთან დროის გატარების", - თქვა ლავეციმ.
შეგახსენებთ, რომ ლავეციმ და ედინსონ კავანიმ პსჟ-ის შეკრებაზე დააგვიანეს და კლუბმა ისინი დააჯარიმა.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით