ესეკიელ ლავეცი: ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ფეხბურთს საერთოდ დავანებო თავი

AutoSharing Option
პსჟ-ის თავდამსხმელმა ესეკიელ ლავეციმ აღიარა, რომ ფეხბურთი მისთვის მხოლოდ კარგი ცხოვრების საშუალებაა.

"ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ფეხბურთს საერთოდ დავანებო თავი. ეს აზრები ადრეც მომდიოდა და ახლაც მომდის. როცა კარიერას დავასრულებ, სპორტიდან საერთოდ წავალ, მაგრამ არ ვიცი ჯერ, რას გავაკეთებ.

ფეხბურთი ჩემთვის კარგად ცხოვრების საშუალებაა, სხვადასხვა კულტურის შეცნობის და ოჯახთან დროის გატარების", - თქვა ლავეციმ.

შეგახსენებთ, რომ ლავეციმ და ედინსონ კავანიმ პსჟ-ის შეკრებაზე დააგვიანეს და კლუბმა ისინი დააჯარიმა.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული