დავიდ ტრეზეგემ კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
ცნობილმა ფრანგმა ფეხბურთელმა დავიდ ტრეზეგემ ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდება გადაწყვიტა, - იტყობინება Marca.

ტრეზეგე საფრანგეთის ნაკრების რიგებში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონია.

გარდა ამისა, ფრანგი ფეხბურთელი ტურინის "იუვენტუსის" რიგებში იტალიის ჩემპიონი გახდა, "მონაკოს" მაისურით კი საფრანგეთის ჩემპიონობა იზეიმა.

საფრანგეთის ნაკრებში ტრეზეგეს ანგარიშზე 71 ჩატარებულ მატჩში 34 გატანილი გოლია.

ფეხბურთელის ბოლო კლუბი ინდური "პუნა სიტი" იყო.

ტრეზეგეს, "პუნა სიტის" გარდა, უთამაშია "პლატენსეში", "რივერ პლეიტში", "ნიუელს ოლდ ბოისში", ტურინის "იუვენტუსში", "მონაკოში", "ერკულესსა" და "ბანი იაში".
მკითხველის კომენტარები / 3 /
ბაზარი არაა მაგარი იყო,მარა უნიკალურად უბედური ფეხბურთელია,გაგიგიათ კიდე ვინმე ჩემპიონთა ლიგის და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალებში გადამწყვეტი პენლები აეცილებინოს? :დდდდ
mendessss
19:30 21-01-2015
0
ჯიგარი ხარ ლევან.ტრეზეგე ბევრ სუპერფეხბურთელს ჯობდა.ჩემთვისაც ერთერთი პირველი ფეხბურთელი იყო.
kola
18:36 21-01-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული