პოლ პოგბა: ბავშვობაში "არსენალსა" და "ბარსელონაში" თამაშზე ვოცნებობდი

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველმა პოლ პოგბამ აღიარა, რომ ბავშვობაში "არსენალში" ან "ბარსელონაში" თამაშზე ოცნებობდა.

თუმცა, ფრანგი ფეხბურთელის თქმით, დღეს ტურინულ კლუბში ის ყველაფრით კმაყოფილია.

"რა დასამალია და, ბავშვობაში "არსენალში" ან "ბარსელონაში" თამაშზე ვოცნებობდი, მაგრამ ამჟამად "იუვენტუსში" ვიმყოფები და თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.

დღეს ჩემი ოცნება საფრანგეთის ეროვნულ გუნდში რეგულარულად თამაშია.

ჩემთვის "იუვენტუსი" ზინედინ ზიდანი, დავიდ ტრეზეგე და პაველ ნედვედია - ნიჭის, კლასის, დისციპლინისა და გუნდური ერთსულოვნების ნაზავი.

ვიცი, რომ მხოლოდ უკეთესად თამაშის დაპირება საკმარისი არაა. მინდა, როგორც ფეხბურთელი, გავიზარდო. არ ვჩქარობ,
თუმცა მსურს, რაც შეიძლება სწრაფად შევძლო ჩემი ნიჭის რეალიზება"
, - აქვეყნებს პოგბას ნათქვამს La Repubblica.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული