პსჟ-ბორდო 2:1 - დედაქალაქი კავანიმ და პასტორემ გაახარეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
21 იანვარს საფრანგეთის თასზე 1/16-ფინალური მატჩები გაიმართა. ყველაზე საინტერესო პსჟ-ის და "ბორდოს" დაპირისპირება იყო, რომელიც პარიზელებმა 2:1 მოიგეს.

დედაქალაქში გამართულ შეხვედრაში პსჟ-ში გოლები ედინსონ კავანიმ (13-ე წუთი) და ხავიერ პასტორემ (32) გაიტანეს, სტუმართა რიგებში კი დიეგო როლანი (46) გამოირჩა.

აღსანიშნავია, რომ მატჩის მიწურულს მასპინძლები კაცნაკლულნი დარჩნენ - 83-ე წუთზე მსაჯმა კამარა გააძევა, თუმცა "ბორდომ" ამით ვერ იხეირა.

მომდევნო რაუნდში "პარი სენ-ჟერმენის" მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული