ესეკიელ ლავეცის გოლმა პსჟ-ს "რენთან" მატჩში გამარჯვება მოუტანა

AutoSharing Option
30 იანვარს საფრანგეთის ლიგა 1-ის XXIII ტური ერთი მატჩით გაიხსნა, რომელშიც "პარი სენ-ჟერმენმა" "რენს" უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა - 1:0.

პარიზში, "პარკ დე ფრენსზე" გამართული შეხვედრის ერთადერთი გოლი 29-ე წუთზე, მასპინძელთა არგინტინელი თავდამსხმელის ესეკიელ ლავეცის ზუსტი დარტყმის შემდეგ გავიდა.

ამ გამარჯვების შემდეგ პსჟ-მ ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე აინაცვლა და ამჟამად ლიდერ "ლიონს" მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება. ეს უკანასკნელი ამ ტურის შეხვედრას "მონაკოსთან" 1-ელ თებერვალს გამართავს.

საფრანგეთი. ლიგა 1. XXIII ტური
31 იანვარი
მარსელი-ევიანი 19:30
ლანსი-ბასტია 23:00
ლორიანი-მონპელიე 23:00
მეცი-ნიცა 23:00
ნანტი-ლილი 23:00
ტულუზი-რეიმსი 23:00

1-ლი თებერვალი
კაენი-სტ. ეტიენი 17:00
ბორდო-გენგამი 20:00
მონაკო-ლიონი 00:00

ასევე იხილეთ:
საფრანგეთი. ლიგა 1. XXIII ტურის წინ: "მონაკო"-"ლიონი": ვინ ვის გააჩერებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული