"მონაკო" ქომაგის თვალში რეაბილიტირებას ბრეტანში შეეცდება, სადაც "გენგამთან" სათამაშოდ ჩადის. ლეონარდო ჟარდიმის გუნდის მიზანი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა.
არადა, ამ ზონას ჯერ ისევ 7 ქულით ჩამორჩება და ქულების დაკარგვის უფლება აღარ აქვს, მაგრამ მოგება ადვილი ნამდვილად არ იქნება - ჟოსელინ გურვენეკის "გენგამმა" უკანასკნელ 13
იმავე მხარეს, კერძოდ კი, ბრეტანის დედაქალაქ რენს ეწვევა "მარსელი", რომელიც "ლიონს" ჩამორჩა და "პარი სენ-ჟერმენი" გაითანაბრა.
ვნახოთ, მოუგებს თუ არა მარსელო ბიელსა ტაქტიკურ დუელსა და მთლიანად მატჩს ფილიპ მონტანიეს. ისე კი, ამ გუნდების ბოლო 8 ურთიერთშეხვედრაში სრული თანაფარდობაა - 3-3 მოგება თითოეულს და 2 ფრე.
"მონპელიეს" 7 ტურია, არ წაუგია და საინტერესოა, ყოფილი მწვრთნელი რენე ჟირარი თუ შეუწყვეტს ამ სერიას. 6-თამაშიანი დაუმარცხებელი სერია აქვს "ბასტიას", მაგრამ გასავარდნ ზონას საგრძნობლად მაინც ვერ მოწყდა და ლიგის თასის ფინალში გასვლით შეგულიანებულ კორსიკელებს ახლა მნიშვნელოვანი დუელი აქვთ ბოლოადგილოსან "მეცთან".
მიყოლებით 2 მარცხის მერე "სენტ ეტიენი" "ლანსს" მასპინძლობს და მწვანეები აუტსაიდერებთან მოგებით შეეცდებიან ფერზე მოსვლას. ვნახავთ იმასაც, შეაჩერებს თუ არა ზედიზედ სამი მატჩის მომგებ "კაენს" ალენ კაზანოვას "ტულუზი"; რას იზამს ვილი სანიოლის კრიზისში შესული "ბორდო" "ევიანთან". აი, მთავარი მატჩი კი ბოლოსთვის მოვიტოვეთ...
ტური "ჟერლანზე" სრულდება, სადაც "ლიონს" შესანიშნავი შანსი ეძლევა, დიდი ფსიქოლოგიური მუხტი მოიპოვოს და პსჟ-სთან უპირატესობა ისევ 5 ქულამდე გაზარდოს, ოღონდ ამისთვის ძალიან რთული რამის გაკეთება, ანუ პარიზელთა დამარცხებაა საჭირო.
თავის მხრივ, დედაქალაქელებმა, ყველა ტურნირს თუ ჩავთვლით, ზედიზედ 6 თამაში მოიგეს. ლორან ბლანი შეეცდება, მეტოქის 8-ტურიან წაუგებელ სერიას წერტილი დაუსვას და ცხრილშიც გადაასწროს.
მარცხის შემთხვევაში უბერ ფურნიე არა მარტო პირველ ადგილს დაკარგავს და პსჟ-ს გაუშვებს წინ, არამედ შესაძლოა, "მარსელზე" უკანაც აღმოჩნდეს. ლიონელთათვის ტრაგედიაა ის, რომ "მონაკოსთან" მნიშვნელოვანი მატჩისა არ იყოს, ვინ იცის, სეზონის გარდამტეხ შეხვედრაშიც ვერ დაიხმარებენ თავიანთ გოლეადორს, ალექსანდრ ლაკაზეტს, რომელმაც ტრავმა ჯერ ვერ მოიშუშა.
საფრანგეთი. ლიგა 1. XXIV ტური
6 თებერვალი
სტ. ეტენი-ლანსი 23:30
7 თებერვალი
რენი-მარსელი 19:00
ბასტია-მეცი 23:00
კაენი-ტულუზი 23:00
ევიანი-ბორდო 23:00
მონპელიე-ლილი 23:00
რეიმსი-ლორიანი 23:00
8 თებერვალი
გენგამი-მონაკო 17:00
ნიცა-ნანტი 20:00
ლიონი-პსჟ 00:00
ბომბარდირები:
21 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 14 - ანდრე-პიერ ჟინიაკი (მარსელი); 11 - კლაუდიო ბოვიუ (გენგამი); 9 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 8 - შეიკ დიაბატე (ბორდო), ედინსონ კავანი (პსჟ), დანიელ ვასი (ევიანი), ნაბილ ფეკირი (ლიონი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"