ანრი წითელი ხარია

AutoSharing Option

საფრანგეთის ნაკრების ექსკაპიტანმა ტიერი ანრიმ კლუბი გამოიცვალა. ვეტერანი ფორვარდი "ბარსელონადან" მლს-ში, "ნიუ იორკ რედ ბულზში" გადავიდა. ახალ კლუბში მისი დებიუტი საგამოფენო მატჩში შედგება - 22 ივლისს "რედ ბულზი" ინგლისურ "ტოტენჰემს დაუპირისპირდება. ანრის კონტრაქტი ამერიკულ კლუბთან "მრავალწლიანია". 32 წლის ფეხბურთელს "მონაკოში", "იუვენტუსში", "არსენალში" და "ბარსელონაში" უთამაშია. საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში მას 51 გოლი აქვს გატანილი, ეროვნულ გუნდში მან 123 მატჩი ჩაატარა.

"ტიერი ანრი მხოლოს მსოფლიო კლასის ფეხბურთელი არაა, რომელიც უდავოდ გააძლიერებს ჩვენ გუნდს, ის ნამდვილი ლიდერია, გამარჯვებულის ხასიათით. მან გარკვევით ჩამოაყალიბა თავისი

გეგმები, რომლებიც მთლიანად "რედ ბულზს" დაუკავშირა. მისი წყალობით ჩვენი კლუბი მლს-ის დომინანტი გახდება", - განაცხადა "რედ ბულზის" გენერალურმა მენეჯერმა და სპორტულმა დირექტორმა ერიკ სოლერმა. ტიერის პრეზენტაცია და პრესკონფერენცია ნიუ იორკში ხვალ გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული