"ჟეფრუა გიშარზე" გამართული უხვგოლიანი და დრამატული შეხვედრა საბოლოოდ ფრედ 3:3 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ექვსიდან ხუთი გული მატჩის მეორე ტაიმში გავიდა.
ანგარიში კამერუნელმა ლანდრი ნგემომ (18) გახსნა, იოან მოლომ (57) კი მასპინძელთა უპირატესობა ორბურთიანი გახადა და თითქოს ყველაფერი ლოგიკურად ვითარდებოდა... მაგრამ ამის შემდეგ სტუმართა შორის ჯერ დუბლით გამოირჩა იოან ტუზგარი (60, 69-პენ), შემდეგ კი პაბლო ჩავარიამაც (77) გაიტანა და
მასპინძლებს ქულა მევლუთ ერდინჩმა შეხვედრის დასრულებამდე შვიდი წუთით ადრე გატანილი გოლით გადაურჩინა.
შედეგად, "სენტ ეტიენმა" 43 ქულით შეინარჩუნა სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილი, "ლანსი" კი, რომელსაც 22 ქულა აქვს, ბოლოსწინა ადგილზე დარჩა.
ლიგა 1-ის XXIV ტურის დანარჩენი შეხვედრები 7 და 8 თებერვალს გაიმართება.
იხილეთ: ლიგა 1. XXIV ტურის წინ: სუპერმატჩი ლიონში
საფრანგეთი. ლიგა 1. XXIV ტური
7 თებერვალი
რენი-მარსელი 19:00
ბასტია-მეცი 23:00
კაენი-ტულუზი 23:00
ევიანი-ბორდო 23:00
მონპელიე-ლილი 23:00
რეიმსი-ლორიანი 23:00
8 თებერვალი
გენგამი-მონაკო 17:00
ნიცა-ნანტი 20:00
ლიონი-პსჟ 00:00