დავიდ ლუისი: მოურინიო ჩემთვის განსაკუთრებული არაა

AutoSharing Option
ბრაზილიელი მცველი დავიდ ლუისი ამბობს, რომ ჟოზე მოურინიო მისთვის "განსაკუთრებული" არ არის. როგორც იცით, დავიდ ლუისსა და პორტუგალიელს შორის გარკვეული უთანხმოება იყო და საბოლოოდ, ლონდონელებმა იგი პსჟ-ს მიჰყიდეს კიდეც.

"მოურინიო განსაკუთრებული თქვენთვისაა, მაგრამ არა ჩემთვის. ლონდონის "ჩელსიში" ბრწყინვალე პერიოდი გავატარე და ბევრი ტიტული მოვიგე, იქ ბედნიერი ვიყავი. "ჩელსის" ახლაც კარგი სეზონი აქვს და უმაღლესი კლასის ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, თუმცა შევეცდებით, გოლი გავუტანოთ და ჩვენი საუკეთესო ფეხბურთი ვითამაშოთ" - განაცხადა დავიდ ლუისმა.

"ჩელსისა" და "პარი სენ-ჟერმენს" შორის პირველი მატჩი პარიზში 1:1 დასრულდა.
დავიდ ლუისი იქ საკმაოდ ხისტად თამაშობდა. ლორან ბლანი მას ბოლო დროს საყრდენ ნახევარმცველად იყენებს. საპასუხო მატჩის წინ გაკეთებული ამ კომენტარის მერე კი დაძაბული ფონი, ალბათ, კიდევ უფრო საგრძნობი გახდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული