ზლატან იბრაჰიმოვიჩი: ჩემი სიტყვები საფრანგეთსა და ფრანგებს არ ეხებოდა

AutoSharing Option
პსჟ-ის თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა "ბორდოსთან" (2:3) საფრანგეთის ჩემპიონატის 29-ე ტურის მატჩის შემდეგ ნათქვამი სიტყვების გამო ბოდიში მოიხადა.

"ჩემი სიტყვები საფრანგეთსა და ფრანგებს არ ეხებოდა, მე მხოლოდ ფეხბურთზე ვსაუბრობდი. მე წავაგე და ეს მესმის, მაგრამ არ ვეთანხმები იმას, რომ თავად არბიტრი არ მოქმედებს ფეხბურთის წესებით. ეს პირველად არ ხდება.

ძალიან გაღიზიანებული ვიყავი. ყველამ იცის, რომ ზოგჯერ სიტყვები აზრებს წინ უსწრებს. მინდა ბოდიში მოვუხადო ყველას, ვისაც ჩემი ნათქვამი გულზე მოხვდა", - თქვა იბრაჰიმოვიჩმა.

აღსანიშნავია, რომ იბრაჰიმოვიჩის შეურაცხმყოფელი სიტყვების შემდეგ საფრანგეთის სპორტის მინისტრმა
პატრიკ კანემ შვედ ფეხბურთელს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა.

იბრაჰიმოვიჩის ბოდიშის მოხდას კი "ტვიტერში" უმალ კანე გამოეხმაურა:

"დიადი ჩემპიონის ბოდიშის მოხდა მივესალმები".

ასევე იხილეთ:
საფრანგეთი. ლიგა 1. XXIX ტური: პარიზელებს ლონდონი ჟირონდაში ჩამწარდათ [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული