პსჟ-სენტ ეტიენი 4:1 - იბრას ჰეთ-თრიქმა პარიზელები თასის ფინალში გაიყვანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
8 აპრილს საფრანგეთის თასის ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც "პარი სენ-ჟერმენმა" "სენტ ეტიენი" მიიღო და ანგარიშით 4:1 გაიმარჯვა.

"პარკ დე პრენსზე" ჩატარებულ მატჩში ჰეთ-თრიქით პარიზელთა შვედი თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი გამოირჩა, რომელიც პსჟ-ის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მეორე ადგილზე აღზევდა. მის ანგარიშზე 102 გოლია, რაც შვიდით ნაკლებია ლიდერ პედრუ პაულეტას მაჩვენებელზე.

"სენტ ეტიენთან" შეხვედრაში შვედმა ანგარიში 21-ე წუთზე, პენალტით გახსნა. სტუმრებმა ოთხ წუთში რომენ ამუმას გოლით გაათანაბრეს. მეორე ტაიმში კი მხოლოდ პსჟ იტანდა. ჯერ ესეკიელ ლავეციმ (60) დააწინაურა ანგარიშში მასპინძლები, შემდეგ
კი ორჯერ ზლატანი გამოირჩა - 81-ე და 92-ე წუთებზე.

საფრანგეთის თასის ფინალში, რომელიც 30 მაისს გაიმართება, პსჟ-ის მეტოქე "ოსერი" იქნება, რომელმაც ნახევარფინალში გზიდან "გენგამი" ჩამოიშორა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული