11:16 09-04-2015
პსჟ-სენტ ეტიენი 4:1 - იბრას ჰეთ-თრიქმა პარიზელები თასის ფინალში გაიყვანა [VIDEO]
AutoSharing Option
"პარკ დე პრენსზე" ჩატარებულ მატჩში ჰეთ-თრიქით პარიზელთა შვედი თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი გამოირჩა, რომელიც პსჟ-ის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მეორე ადგილზე აღზევდა. მის ანგარიშზე 102 გოლია, რაც შვიდით ნაკლებია ლიდერ პედრუ პაულეტას მაჩვენებელზე.
"სენტ ეტიენთან" შეხვედრაში შვედმა ანგარიში 21-ე წუთზე, პენალტით გახსნა. სტუმრებმა ოთხ წუთში რომენ ამუმას გოლით გაათანაბრეს. მეორე ტაიმში კი მხოლოდ პსჟ იტანდა. ჯერ ესეკიელ ლავეციმ (60) დააწინაურა ანგარიშში მასპინძლები, შემდეგ კი ორჯერ ზლატანი გამოირჩა - 81-ე და 92-ე წუთებზე.
საფრანგეთის თასის ფინალში, რომელიც 30 მაისს გაიმართება, პსჟ-ის მეტოქე "ოსერი" იქნება, რომელმაც ნახევარფინალში გზიდან "გენგამი" ჩამოიშორა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული