საფრანგეთის ლიგის თასი "პარი სენ-ჟერმენმა" მოიპოვა

AutoSharing Option
საფრანგეთის ლიგის თასის ფინალში ლუკა კიკაბიძის "ბასტია" "პარი სენ-ჟერმენს" შეხვდა. ქართველი ფეხბურთელი ამ სეზონში მხოლოდ "ბასტიას" დუბლებში თამაშობს, თუმცა პირველი გუნდის წევრად ითვლება, მას არც ამჯერად უთამაშია.

"სენ დენიზე" პსჟ-ს უპირატესობა აშკარა იყო - 4:0. ფინალის საუკეთესო ფეხბურთელად ზლატან იბრაჰიმოვიჩი დაასახელეს, მან დუბლი შეასრულა, ისევე, როგორც ედინსონ კავანიმ.

ბასტია-პსჟ 0:4
გოლები: 0:1 იბრაჰიმოვიჩი (21-პენ), 0:2 იბრაჰიმოვიჩი (41), 0:3 კავანი (80), 0:4 კავანი (92)
გაძევება: სკილაჩი (20. ბასტია)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული