ბოლო 7 მატჩიდან 6-ის მოგებით თავმომწონე "ლილი" "პარი სენ-ჟერმენს" სტუმრობს და ნამდვილი გამოცდის ჩაბარება "პარკ დე პრენსზე" მოუწევს. რენე ჟირარის ბიჭებს ასე აქამდე რომ ეთამაშათ, ახლა მინიმუმ, ევროზონაში იქნებოდნენ. ლილელებს ათამაშება ცოტა დაუგვიანდათ. პსჟ-ს კი რაღა დარჩენია, ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონასთან" ვერაფერს
ლიონელები "რეიმსს" სტუმრობენ, უბერ ფურნიეს ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მოუწევს პაექრობა, რომელიც გასაჭირშია, მაგრამ ფურნიე ვერაფრით დაეხმარება, რადგან თავადაც მოსაგები აქვს.
სერიოზულად დაიძაბა სიტუაცია ევროსაგზურებისთვის ბრძოლაში. "მონპელიესაც" კი გაუჩნდა შანსი და როლან კურბისის გუნდს ახლა მძიმე მატჩი ელოდება "სენტ ეტიენთან". "ჟოფრე გიშარის" ბინადრებს ჩემპიონთა ლიგის საგზურის ამბიცია და რეალური შესაძლებლობა დაუბრუნდათ.
ხსენებულ ორ გუნდს შორის მყოფი "ბორდო" კი აუტსაიდერ "მეცს" უმასპინძლებს, ხოლო ბოლოადგილოსან "ლანსს" "მონაკო" სტუმრობს, რომელმაც გმირულად იბრძოლა "იუვენტუსთან", მაგრამ ჩემპიონთა ლიგიდან მაინც გავარდა და იმისთვის, რომ მომავალ სეზონშიც ითამაშოს ამ ტურნირზე, ახლა ბოლომდე ლიგა 1-ზე უნდა გადმოერთოს.
ლიგა 1. XXXIV ტური
24 აპრილი
მარსელი-ლორიანი 22:30
25 აპრილი
პსჟ-ლილი 19:00
ბორდო-მეცი 22:00
კაენი-გენგამი 22:00
ევიანი-ბასტია 22:00
რენი-ნიცა 22:00
ტულუზა-ნანტი 22:00
26 აპრილი
სტ. ეტიენი-მონპელიე 16:00
ლანსი-მონაკო 19:00
რეიმსი-ლიონი 23:00
ბომბარდირები:
25 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 18 - ანდრე-პიერ ჟინიაკი (მარსელი); 17 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 13 - კლაუდიო ბოვიუ (გენგამი); 12 - ნაბილ ფეკირი (ლიონი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"