მთავარი ამ ისტორიაში ის იყო, რომ ერთმანეთს ძმები - ანდრე და ჯორდან აიუები უპირისპირდებოდნენ. ჯორდანმა ექსგუნდზე შური იძია და ორი მშვენიერი გოლი შეაგდო, თანაც ყველაზე მნიშვნელოვანი გოლები (პირველი და მეოთხე). გაიტანა ანდრემაც, ქუსლით, მაგრამ ეს გოლი "მარსელს" არ ეყო.
"პარი სენ-ჟერმენი" მთელი ძალით ლიგა 1-ზე გადმოერთო და ყველას ეშინოდეს... დედაქალაქელებს ზლატან იბრაჰიმოვიჩის გარეშეც ერთ ლუკმად არ ეყოთ "ლილი", რომელსაც
ესეკიელ ლავეცი ჰეთ-თრიქით გამოირჩა; პოჩოს დარად, ერთგვარი ჰეთ-თრიქი შეასრულა ედინსონ კავანიმაც - 2 გოლს პლუს პასი. ხავიერ პასტორემ ორი საგოლე გადაცემა შემოგვთავაზა. პირველი ისარი კი რენე ჟირარის გუნდს მაქსველმა ესროლა.
პსჟ-ს დარად, მონეგასკებიც ბოლომდე საშინაო ასპარეზზე გადმოერთვნენ "იუვენტუსთან“ ღირსეული მარცხის შემდეგ და ცალი ფეხით მოუგეს ბოლოადგილოსან "ლანსს", რომელიც ლიგა ორს უბრუნდება.
საფრანგეთი. ლიგა 1. XXXIV ტური
მარსელი-ლორიანი 3:5
გოლები: 0:1 ჯ. აიუ (9), 0:2 ბელუგუ (14), 1:2 ა. აიუ (58), 2:2 მორელი (67), 2:3 ფიპოტო (68), 3:3 ბატშუაი (76), 3:4 ჯ. აიუ (84), 3:5 0ტრე (86)
პსჟ-ლილი 6:1
გოლები: 1:0 მაქსველი (1), 2:0 კავანი (4), 3:0 ლავეცი (28), 4:0 ლავეცი (43), 4:1 ბაშა (59), 5:1 კავანი (73-პენ.), 6:1 ლავეცი (77)
პსჟ (4-3-3): სირიგუ (33. დუშეზი) - ორიე (43. ვან დრ ვილი), მარკინიოსი, დავიდ ლუისი, მაქსველი - ვერატი, ტიაგო მოტა (66. რაბიო), მატუიდი - პასტორე, ლავეცი, კავანი
გაძევება: კორშია (72. ლილი)
ბორდო-მეცი 1:1
გოლები: 0:1 სასი (24), 1:1 ხაზრი (83)
კაენი-გენგამი 0:2
გოლები: 0:1 ბოვიუ (49), 0:2 მარვო (66)
ევიანი-ბასტია 1:2
გოლები: 1:0 სუნუ (42), 1:1 კამანო (57), 1:2 კამანო (87)
რენი-ნიცა 2:1
გოლები: 0:1 ბოტიე (22), 1:1 პრციჩი (47), 2:1 კონრადსენი (90)
ტულუზი-ნანტი 1:1
გოლები: 1:0 რეგატენი (22), 1:1 ბედოია (88)
სტ. ეტიენი-მონპელიე 1:0
გოლი: 1:0 გრადელი (20)
ლანსი-მონაკო 0:3
გოლები: 0:1 ფერეირა-კარასკო (36), 0:2 მარსიალი (44), 0:3 ბერნარდო სილვა (72)
მონაკო (4-2-3-1): სუბაშიჩი - რაჯი, აბდენური, რ. კარვალიო, კურზავა - ფაბინიო, კონდოგბია - ბერნარდო სილვა, მოუტინიო, ფერეირა-კარასკო - მარსიალი
რეიმსი-ლიონი 2:4
გოლები: 0:1 ტოლისო (2), 0:2 ლაკაზეტი (6), 1:2 პუჟე (13), 1:3 ნიე (20), 1:4 ტაკალფრედი (90 ს.კ.), 2:4 შარბონიე (91)
ბომბარდირები: 25 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 18 - ანდრე-პიერ ჟინიაკი (მარსელი); 17 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 14 - კლაუდიო ბოვიუ (გენგამი).
გადადებული მატჩი
28 აპრილი:
პსჟ-მეცი
მომდევნო ტური
1-ლი მაისი:
მეცი-მარსელი
2 მაისი:
ლიონი-ევიანი, ბასტია-სტ. ეტიენი, გენგამი-რეიმსი, ლორიანი-ბორდო, მონპელიე-რენი, ნიცა-კაენი
3 მაისი:
ლილი-ლანსი, მონაკო-ტულუზი, ნანტი-პსჟ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"