ლიგა 1. XXXV ტურის წინ: რამის პროგნოზირება ძნელია

AutoSharing Option
"მარსელი" სერიოზულ კრიზისშია, კლუბმა ოთხი მარცხი მიაყოლა და სამეულში ადგილის დაკარგვას ვინღა ჩივის, შესაძლოა, ხუთეულიდანაც ამოვარდეს. ამიტომაც მარსელო ბიელსამ ულაპარაკოდ უნდა დაამარცხოს აუტსაიდერი "მეცი".

სამეულის ამბიციადაბრუნებული "სენტ ეტიენი" კორსიკაზე "ბასტიას" ეწვევა. ქულები მასპინძლებსაც ძალიან სჭირდებათ და კრისტოფ გალტიეს მძიმე თამაში ელოდება.

მესამეზე მყოფი "მონაკო" კი პოზიციების დაცვას თავის "ლუი მეორეზე" "ტულუზის" ძლევით შეეცდება.

გრძელდება საჩემპიონო რბოლაც. "პარი სენ-ჟერმენმა" გადადებული მატჩის მოგებით, 3-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა და ტურის დამაგვირგვინებელ შეხვედრაში "ნანტის" წაქცევას აპირებს.

"იადონებთან" მატჩისთვის დედაქალაქელებს უკვე ეცოდინებათ, რა ქნა "ლიონმა", რომელიც
წინა დღეს დაუხვდება თავის "ჟერლანზე", ტრადიციულად, დარჩენისთვის მებრძოლ და ამჟამად გასავარდნ ზონაში მყოფ "ევიანს".

ცხრილის ქვედა ნაწილში ისეთი დაძაბულობა და სიმჭიდროვეა, რომ რამის პროგნოზირება და თქმა ძალიან ძნელია, გარდა იმისა, რომ "ლანსი" განწირულია და თითქმის იმავე მდგომარეობაშია "მეციც".

აი, მე-18 ადგილზე არმოხვედრისთვის კი ერთბაშად 8-9 გუნდი იბრძვის და სულ მცირე, მე-12 ადგილიდან მოყოლებული, ყველას სერიოზული სანერვიულო აქვს.

ლიგა 1. XXXV ტური
1-ლი მაისი
მეცი-მარსელი 22:30

2 მაისი
ლიონი-ევიანი 19:00
ბასტია-სტ. ეტიენი 22:00
გენგამი-რეიმსი 22:00
ლორიანი-ბორდო 22:00
მონპელიე-რენი 22:00
ნიცა-კაენი 22:00

3 მაისი
ლილი-ლანსი 16:00
მონაკო-ტულუზი 19:00
ნანტი-პსჟ 23:00

ბომბარდირები:
26 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 18 - ანდრე-პიერ ჟინიაკი (მარსელი); 17 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 14 - კლაუდიო ბოვიუ (გენგამი); 12 - ნაბილ ფეკირი (ლიონი), მაქს გრადელი (სენტ ეტიენი), ედინსონ კავანი (პსჟ).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული