ლიგა 1. XXXVI ტური: 99%-ით ჩემპიონები [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ის, რომ "პარი სენ-ჟერმენი" ჩემპიონი გახდებოდა, ეჭვი, ალბათ, ბევრს არც ეპარებოდა და არც ეპარება, მაგრამ ამ ტურის მერე დედაქალაქელებმა 99%-ით გაინაღდეს მორიგი ჩემპიონობა.

პარასკევს ტური სწორედ მათ გახსნეს და ერთ ლუკმად არ ეყოთ უმოტივაციოდ დარჩენილი "გენგამი". საუცხოო ფორმაში შესულმა ედინსონ კავანიმ ჰეთ-თრიკი შეასრულა, ხოლო ზლატან იბრაჰიმოვიჩმა - დუბლი. თუ ურუგვაელი ასე გააგრძელებს, იბრაკადაბრას შეიძლება გადაასწროს კიდეც.

პარიზელების პირველობა დააჩქარა "ლიონის" მოულოდნელმა მარცხმა "კაენთან". შედეგზე კიდევ უფრო გასაკვირი უშუალოდ ანგარიშია - 0:3. "ლომები" ჩემპიონთა ლიგის საგზურით უნდა დაკმაყოფილდნენ, რაც ასევე მშვენიერი
შედეგია წინა სეზონების კრიზისთან შედარებით.

უბერ ფურნიეს ბიჭებს სულ ცოტა დააკლდათ პატარა სასწაულის მოხდენამდე, მაგრამ ბოლომდე ღირსეულად ეპაექრნენ პსჟ-ს.

"ლანსის" მერე "მეცის" გავარდნაც გაოფიციალურდა. ეს გუნდი "ლორიანმა" არ დაინდო და ბრეტანელებს ახლა მშვიდად ყოფნა შეუძლიათ. დანამდვილებით დამშვიდდა "ბასტია", კორსიკელებმა ბრეტანის დედაქალაქში "რენს" აჯობეს და დარჩენა იზეიმეს.

"ბორდომ" კი დიეგო როლანის წყვილი გოლით "ნანტს" შემოუტრიალა თამაში და 5-ეულისთვის ბრძოლას აგრძელებს. "სენტ ეტიენმა" კი "ნიცა" გაანადგურა და სამეულის პატარა შანსი და იმედი აქვს.

საფრანგეთი. ლიგა 1. XXXVI ტური
პსჟ-გენგამი 6:0
გოლები: 1:0 კავანი (2), 2:0 იბრაჰიმოვიჩი (18), 3:0 კავანი (52), 4:0 მაქსველი (56), 5:0 კავანი (70), 6:0 იბრაჰიმოვიჩი (90-პენ.)
პსჟ (4-3-3): სირიგუ - ორიე, მარკინიოსი, ტიაგო სილვა, მაქსველი - ვერატი, კაბაი (69. ლუკასი), მატუიდი (77. რაბიო) - პასტორე (78. ლავეცი), კავანი, იბრაჰიმოვიჩი

კაენი-ლიონი 3:0
გოლები: 1:0 ბენეზეტი (41), 2:0 ბენეზეტი (44), 3:0 პრივატი (85)

ბორდო-ნანტი 2:1
გოლები: 0:1 ვერეტო (15-პენ.), 1:1 როლანი (20-პენ.), 2:1 როლანი (69)

ევიანი-რეიმსი 2:3
გოლები: 0:1 ნგოგი (40), 1:1 სუნუ (45+3), 2:1 დუამელი (48), 2:2 ნგოგი (64), 2:3 მუკანჯო (86)

მეცი-ლორიანი 0:4
გოლები: 0:1 მოსტეფა (12), 0:2 ფილიპოტო (34), 0:3 კონე (55), 0:4 ჯ. აიუ (84)

რენი-ბასტია 0:1
გოლი: 0:1 დანიკი (78)
გაძევება: კამანო (43. ბასტია)

ტულუზი-ლილი 3:2
გოლები: 0:1 რუ (9), 1:1 ბენ იედერი (30), 1:2 ბუფალი (60), 2:2 ტრეხო (81), 3:2 ბრეტვეიტი (83)

ლანსი-მონპელიე 0:1
გოლი: 0:1 მუნიე (90+1)
გაძევება: ლანდრე (65. ლანსი)

სენტ ეტიენი-ნიცა 5:0
გოლები: 1:0 პერენი (25), 2:0 კლემანი (40), 3:0 ერდინჩი (61), 4:0 გრადელი (85), 5:0 მონე-პაკე (87)

მარსელი-მონაკო 2:1
გოლები: 0:1 მოუტინიო (1), 1:1 ა. აიუ (79), 2:1 ალესანდრინი (87)

ბომბარდირები: 27 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 20 - ანდრე-პიერ ჟინიაკი (მარსელი); 19 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 15 - კლაუდიო ბოვიუ (გენგამი); 16 - ედინსონ კავანი (პსჟ).

მომდევნო ტური
16 მაისი:
ბასტია-კაენი, ევიანი-სტ. ეტიენი, გენგამი-ტულუზა, ლილი-მარსელი, ლიონი-ბორდო, მონაკო-მეცი, მონპელიე-პსჟ, ნანტი-ლორიანი, ნიცა-ლანსი, რეიმსი-რენი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული