ლიუდოვიკ ჟიულის ბრწყინვალე გოლი 40 მეტრიდან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ბარსელონასა" და პსჟ-ის ყოფილმა ფეხბურთელმა, 38 წლის ლიუდოვიკ ჟიულიმ მეოთხე დივიზიონის კლუბ "მონტდ ორ აზერგის" რიგებში შესანიშნავი გოლი გაიტანა.

ჟიულიმ გოლი "ბეზიეს" კარში 40 მეტრიდან გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ "მონტდ ორ აზერგის" ყველაზე დიდი მიღწევა 2013/14 წლების სეზონში საფრანგეთის თასის 1/16-ფინალში გასვლა იყო.

შეგახსენებთ, რომ ჟიული "ბარსელონაში" 2004-დან 2007 წლამდე გამოდიოდა და კიდევ სამი სეზონი პსჟ-ში გაატარა.

ფეხბურთელის ბოლო პროფესიონალური კლუბი "ლორიანი" იყო 2012/13 წლების სეზონში.

ჟიულის ანგარიშზე საფრანგეთის ნაკრებში 17 ჩატარებული მატჩია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული