ლიგა 1. XXXVII ტური: პსჟ ჩემპიონია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
როგორც მოსალოდნელი იყო "პარი სენ-ჟერმენმა" საფრანგეთის ჩემპიონობა გაინაღდა. ლორან ბლანის გუნდმა "მონპელიეს" აჯობა და დამსახურებულად იზეიმა პირველობა. დედაქალაქელებს 25-ე წუთისთვის ყველაფერი მომთავრებული ჰქონდათ.

ეს პსჟ-ის მე-5 ჩემპიონობაა, დედაქალაქელები ზედიზედ მესამედ გახდნენ ლიგა 1-ის გამარჯვებულები. მათ მიყოლებით მე-8 მატჩი მოიგეს, რითაც თავიანთივე რეკორდი გაიმეორეს. გარდა ამისა, ბლანს უკვე მოგებული ჰქონდა საფრანგეთის ლიგის თასი და 30 მაისს ჰეთ-თრიკის შესრულებას "ოსერთან" შეხვედრაში შეეცდება, რომელსაც საფრანგეთის თასის ფინალში ხვდება.

პარიზელები წაგების შემთხვევაშიც ინაღდებდნენ პირველობას, რადგან "ლიონმა" ვერ მოიგო. უბერ ფურნიეს ბიჭები მეორე ადგილს დასჯერდებიან,
ხოლო "ბორდო" ამ ფრის მერე ხუთეულს მიღმა დარჩა. ჟირონდელები გარანტირებულად მე-6 ადგილზე არიან.

დასრულდა ყველაფერი ცხრილის ქვედა ნაწილშიც. "ლანსსა" და "მეცს" "ევიანიც" შეუერთდა. ზედა ლიგის საგზური ორმა კლუბმა, "გაზელეკ აიაჩომ" და "ტრუამ" მოიპოვეს. კორსიკელებისთვის ეს ისტორიაში პირველი აღზევებაა, ხოლო "ტურა" ორწლიანი პაუზის მერე უბრუნდება უმაღლეს ლიგას. მესამე, სავარაუდოდ, "ანჟერი" იქნება, რომელსაც ბოლო ტურში ქულაც ჰყოფნის.

საფრანგეთი. ლიგა 1. XXXVII ტური
ბასტია-კაენი 1:1
გოლები: 0:1 პრივატი (10), 1:1 აიიტე (12)

ევიანი-სტ. ეტიენი 1:2
გოლები: 0:1 გრადელი (12), 1:1 დუამელი (42), 1:2 გრადელი (82-პენ.)
გაძევება: აბდალა (90. ევიანი)

გენგამი-ტულუზა 2:1
გოლები: 1:0 მანდანი (5), 1:1 ბენ იედერი (26-პენ.), 2:1 ბოვიუ (49)
გაძევება: კერბრატი (60)

ლილი-მარსელი 0:4
გოლები: 0:1 ჟინიაკი (2), 0:2 ფანი (26), 0:3 ალესანდრინი (70), 0:4 ა. აიუ (76)

ლიონი-ბორდო 1:1
გოლები: 0:1 სიველი (3), 1:1 ფეკირი (9)

მონაკო-მეცი 2:0
გოლები: 1:0 ბერნარდო სილვა (45), 2:0 ჟერმენი (88)
მონაკო (4-2-3-1): სუბაშიჩი - ფაბინიო, რაჯი, რ. კარვალიო, კურზავა - ტულალანი, კონდოგბია - ბერნარდო სილვა, მოუტინიო, ფერეირა-კარასკო (77. დირარი) - მარსიალი (86. ჟერმენი)

მონპელიე-პსჟ 1:2
გოლები: 0:1 მატუიდი (17), 1:2 ლავეცი (25), 1:2 მუნიე (40)
პსჟ (4-3-3): სირიგუ - ორიე, ტიაგო სილვა, დავის ლუისი, მაქსველი - რაბიო, კაბაი (78. მარკინიოსი), მატუიდი - პასტორე, ლავეცი (69. ლუკასი), კავანი

ნანტი-ლორიანი 1:1
გოლები: 0:1 ჯილობოჯი (4-ს. კ.), 1:1 ოდელი (6)

ნიცა-ლანსი 2:1
გოლები: 0:1 თუზგარი (14), 1:1 ამავი (30), 2:1 დიგარი (77)

რეიმსი-რენი 1:0
გოლი: 1:0 შარბონიე (59-პენ)

ბომბარდირები: 27 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 21 - ანდრე-პიერ ჟინიაკი (მარსელი); 19 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 16 - ედინსონ კავანი (პსჟ), კლაუდიო ბოვიუ (გენგამი); 15 - მაქს გრადელი (სენტ ეტიენი)

მომდევნო ტური
23 მაისი:
ბორდო-მონპელიე, კაენი-ევიანი, ლანსი-ნანტი, ლორიანი-მონაკო, მარსელი-ბასტია, მეცი-ლილი, პსჟ-რეიმსი, რენი-ლიონი, სტ. ეტიენი-გენგამი, ტულუზა-ნიცა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული