ბუნდესლიგაში გატარებული 8 წლის განმავლობაში, ფრანგმა 79 მატჩი გამოტოვა, რაც ორ სრულფასოვან სეზონზე მეტია. ამ მომენტისთვის რიბერი აგრძელებს მარტში მიღებული კოჭის ტრავმის მკურნალობას და გამოჯანმრთელებამდე მისვლა ძალიან უჭირს.
"პარიზში და იბიცაზე ვიყავი ჩემს თერაპევტთან ერთად. ვფიქრობდი, რომ ეს დამეხმარებოდა, მაგრამ ვერანაირი შვება ვერ ვიგრძენი. არ შემეძლო კვადროციკლით ან ნავით სეირნობა. საშინელება იყო.
ტრავმა ძალიან მანერვიულებს. ეს ნამდვილი კატასტროფაა. მაქვს ყველაფერი, რაზეც სხვებს მხოლოდ ოცნება შეუძლიათ, მაგრამ მაინც არ ვარ თავისუფალი. ფეხის
ამ მომენტისთვის "ბაიერნი" მოლაპარაკებებს აწარმოებს 22 წლის პოლ-ჟორჟ ნტეპთან "რენიდან", რომელიც შეიძლება რიბერის მემკვიდრე გახდეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"