ლიგა 1. II ტური: ექვსქულიანებში ჯაბა კანკავას "რეიმსიცაა" [VIDEO]

AutoSharing Option
მეორე ტური "ლუი მეორეზე" გაიხსნა, სადაც "მონაკომ" პირველი საშინაო შეხვედრა გამარჯვებით ვერ დაასრულა.

ლეონარდო ჟარდიმის ბიჭები სანახევროდ, ალბათ, "ვალენსიასთან" ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის მატჩზე ფიქრობენ. ამის გარეშეც, "ლილი" ამ სეზონში ადვილად არავისთან არაფრის დათმობას არ აპირებს და, სავარაუდოდ, ნელ-ნელა ქულების დაგროვებასაც აქტიურად დაიწყებს.

"პარი სენ ჟერმენს" ისევ არ ჰყავდა ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ანხელ დი მარიას დებიუტიც გადაიდო, მაგრამ დედაქალაქელებმა ადვილად მოუგეს დებიუტანტ "გაზელეკ აიაჩოს". ბლანის ბიჭებმა დაინდეს კიდეც ლიგა ერთის ახალბედა - 2:0.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

აღზევებულ კლუბებზე რადგან ჩამოვარდა საუბარი,
"ანჟერმა" მეორე ტურშიც არ გაუშვა გოლი, მაგრამ ვერც გაიტანა და "ნანტს" ქულა გაუყო. ხოლო "ტრუამ" საშინაო შეხვედრაში "ნიცასთან" ქულა გადაარჩინა, თანაც ათი კაცით. ეს ამ მწირგოლიანი ტურის ყველაზე უხვგოლიანი შეხვედრა გახლდათ. ნიცელები 3:1-ს კი იგებდნენ, მაგრამ კაცნაკლულმა "ტრუამ" ჯერ სხვაობა შეამცირა, ბოლო წამებზე კი გაათანაბრა.

ზოგადად, მეორე ტურში უკანასკნელ წუთებზე არაერთი მნიშვნელოვანი გოლი გავიდა. მაგალითად, "სენტ ეტიენი" რომენ ამუმას ბურთით "ბორდოს" პრინციპულ დაპირისპირებაში ამარცხებდა, მაგრამ ჟირონდელებმა "ჟოფრუა გიშარზე" ნაადრევად დაწყებული ზეიმი 91-ე წუთზე ჩაახშეს.

კამილ გროსიცკიმ "რენს" 85-ე წუთზე მოუტანა გამარჯვება "მონპელიესთან" დუელში. რენე ჟირარი ორიდან ორი წაგებით იწყებს. ბილე მუკანჯოს პენალტით კი "ლორიანმა" ბოლო წამებზე გადაარჩინა ქულა "ბასტიასთან" საშინაო თამაშში.

პსჟ-სთან ერთად თანალიდერები "კაენი" და "რეიმსი" არიან. კაენელებმა "ტულუზას" სძლიეს, ხოლო რეიმსელებმა მარსელო ბიელსას გარეშე დარჩენილ "მარსელს" აჯობეს. "რეიმსის" წარმატებები ამიერიდან ჩვენთვის მნიშვნელოვანი და განსაკუთრებით სასიხარულო იქნება, რადგან საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა ამ გუნდში ჩაირიცხა და მომავალ ტურში მის დებიუტსაც ველოდებით.

დაბოლოს, ფორტუნა უმოწყალოა - კლაუდიო ბოვიუ "ლიონის" მთავარმა მწვრთნელმა უბერ ფურნიემ შეცვლაზე შეუშვა მინდორზე და მანაც რამდენიმე წუთში "გენგამს" - იმ გუნდს, სადაც ვარსკვლავად იქცა - გამარჯვების გოლი გაუტანა.

ლიგა 1. II ტური
მონაკო-ლილი 0:0
მონაკო (4-2-3-1): სუბაშიჩი - ფაბინიო, რაჯი, რ. კარვალიო, კურზავა (49. მარსიალი) - მოუტინიო (65. უოლასი), ტულალანი - დირარი, ბერნარდო სილვა, კავალეირო - კარილიო (57. ელ შაარავი)

სტ. ეტიენი-ბორდო 1:1
გოლები: 1:0 ამუმა (58), 1:1 საივე (90+1)

ანჟერი-ნანტი 0:0

გენგამი-ლიონი 0:1

გოლი: 0:1 ბოვიუ (79)
ლიონი (4-3-3): ანტონი ლოპეში - რაფაელი, ბიშევაცი, უმტიტი, მორელი - ფერი, გონალონი, ტოლისო - ვალბუენა (90+3. ვალბენა), ფეკირი (79. კორნიე), ლაკაზეტი (63. ბოვიუ)

ტრუა-ნიცა 3:3

გოლები: 1:0 ჟანი (3), 1:1 ბენ არფა (6-პენ.), 1:2 პლეა (16), 1:3 ლე არშანი (42), 2:3 კამიუ (77), 3:3 ტიაგო შავიერი (90)
გაძევება: მავინგა (31. ტრუა)

კაენი-ტულუზა 1:0

გოლი: 1:0 და სილვა (69)
გაძევება: სპაიიჩი (90. ტულუზა)

რენი-მონპელიე 1:0

გოლი: 1:0 გროსიცკი (85)

რეიმსი-მარსელი 1:0

გოლი: 1:0 ტრაორე (14)
გაძევება: რომაო (74. მარსელი)

ლორიანი-ბასტია 1:1

გოლები: 0:1 აიიტე (4), 1:1 მუკანჯო (90+1)

პსჟ-გაზ. აიაჩო 2:0

გოლები: 1:0 მატუიდი (11), 2:0 ტიაგო სილვა (21)
პსჟ (4-3-3): ტრაპი - ორიე, ტიაგო სილვა, დავიდ ლუისი, მაქსველი - ვერატი, ტიაგო მოტა (76. სტამბული), მატუიდი (70. ლავესი) - აგუსტენი (69. პასტორე), ლუკასი, კავანი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული