ლიგა 1. III ტურის წინ: ჯაბა კანკავას დებიუტის მოლოდინში

AutoSharing Option
"მონპელიემ" სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო და ორი ტურის შემდეგ ცხრილის ფსკერზეა. დიდი შანსია, რომ იქვე დარჩეს, რადგან შემდეგი მეტოქე "პარი სენ ჟერმენია", რომელიც, პირიქით, თავიდანვე ეიფელის კოშკის კენწეროდან დაჰყურებს დანარჩენებს.

მართალია, მუდამ საუბრობენ შესაძლო წამსვლელებზე და ხან ზლატან იბრაჰიმოვიჩის გაშვებაზეა ლაპარაკი, ხან ედინსონ კავანის და ხან ესეკიელ ლავეცის, მაგრამ, რაც უნდა მოხდეს, ლორან ბლანს მაინც ძალიან ძლიერი შემადგენლობა დარჩება და თან, რაც მთავარია, ვიცით, ვინც მოვიდა - ანხელ დი მარია, რომლის დებიუტსაც ყველანი ველოდებით.

პსჟ-ის მსგავსად, ექვსი ქულა აქვს "რეიმსს",
რაც უნდა გაგვიხარდეს, რადგან საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა სწორედ ამ ისტორიულ კლუბში გააგრძელებს ბურთაობას.

მისი ტრანსფერი რამდენიმე დღის წინ გაოფიციალურდა და ძალიან თბილი დახვედრაც მოუწყვეს, ბანერიც გაუმზადეს, რომელზედაც "Mobrdzandit jaba" ეწერა.

რეიმსელები "ნანტს" სტუმრობენ, რომელსაც 4 ქულა აქვს. "იადონებთან" გასვლაზე თამაში ყოველთვის რთულია. იმედია, "რეიმსი" იყოჩაღებს და კანკავასაც ვიხილავთ მინდორზე. წარმატებები ვუსურვოთ ჯაბას.

ლიგა 1. III ტური
21 აგვისტო
მონპელიე-პსჟ 22:30

22 აგვისტო
ლიონი-რენი 19:00
ბასტია-გენგამი 22:00
აიაჩო-ანჟერი 22:00
ნანტი-რეიმსი 22:00
ნიცა-კაენი 22:00
ტულუზა-მონაკო 22:00

23 აგვისტო
ლილი-ბორდო 16:00
ლორიანი-სტ.ეტიენი 19:00
მარსელი-ტრუა 23:00

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული