10:52 31-08-2015
ლიგა 1. IV ტური: დი მარიას წარმატებული დებიუტი [VIDEO]
AutoSharing Option
მონეგასკებმა "პარი სენ-ჟერმენს" მხოლოდ ერთი ტაიმი გაუწიეს წინააღმდეგობა, მერე კი ფარხმალი დაკარგეს და ულაპარაკოდ დამარცხდნენ. თანაც პარიზელთა რიგებში ზლატან იბრაჰიმოვიჩი დაბრუნდა, ითამაშა ანხელ დი მარიამაც. არგენტინელი შეცვლაზე შევიდა და სადებიუტო შეხვედრაში ცუდი შთაბეჭდილება არ დატოვა.
"ლუი მეორეზე" ედინსონ კავანის დუბლი ვიხილეთ, მას ჯერ ბლეზ მატუიდიმ გაატანინა, მერე კი იბრამ. მესამე გოლი კი არგენტინული გახლდათ. დი მარიამ დებიუტი საგოლე პასით აღნიშნა, მან ასევე შეცვლაზე შემოსულ თანამემამულეს ესეკიელ ლავეცის გაატანინა.
პსჟ ერთპიროვნულად კი ლიდერობს, მაგრამ მეორეზე, ჩვენდა სასიხარულოდ"რეიმსია", რომელმაც ადვილად და დამაჯერებლად მოუგო "ლორიანს". რეიმსელთა დარად 9 ქულას მოუყარა თავი ფილიპ მონტანიეს "რენმაც". ბრეტანელებმა ასევე მარტივად სძლიეს "ტულუზას".
წაუგებლად აგრძელებს მსვლელობას ლიგა ერთში აღზევებული "ანჟერი", რომელიც "ნიცას" დაუზავდა და სულაც იგებდა, მაგრამ ექსმონაკოელმა ვალერი ჟერმენმა გაათანაბრა.
ძალიან მძიმედ დაწყების მერე, საშინაო გამარჯვებები მოიპოვეს "სენტ ეტიენმა" და "ბორდომ", თანაც ორივემ აქამდე ყოჩაღად მოთამაშე გუნდებს აჯობეს, შესაბამისად "ბასტიასა" და "ნანტს".
"ლილმა" დებიუტანტი "გაზელეკ აიაჩო" დაიბრიყვა და ასევე პირველი 3 ქულა მოიპოვა, თანაც კარი კვლავაც მშრალად შეინახა. ხოლო კორსიელები უკანასკნელ პოზიციაზე რჩებიან. ასევე აღზევებული "ტრუა" უღიმღამო მატჩში უგოლოდ გაეყარა "მონპელიეს".
იქამდელმა ბოლოადგილოსანმა "გენგამმა" ბევრისთვის მოულოდნელად "მარსელს" აჯობა. ეტყობა მიჩელის შთამბეჭდავი სტარტი მარსელელთა მთავარი მწვრთნელის პოსტზე მოჩვენებითი და ერთჯერადი აქცია იყო. "ველოდრომის" ბინადრები უკვე ძალიან ჩამორჩნენ.
ეღირსათ სიხარული "ლიონის" ფანებს. მათმა საყვარელმა გუნდმა ბოლო ბოლო გაილაღა და "კაენი" გააცამტვერა. მთავარი კაცი ნაბილ ფეკირი გახლდათ, ვინც ჰეთ თრიკი გაიფორმა.
ლიგა 1. IV ტური
გენგამი-მარსელი 2:0
გოლები: 1:0 პრივატი (72), 2:0 ბენეზე (89)
კენი-ლიონი 0:4
გოლები: 0:1 ფეკირი (18), 0:2 ფეკირი (44), 0:3 ფეკირი (57), 0:4 ბოვიუ (87)
ლიონი (4-1-4-1): ვერკუტრი - აპია, და სილვა, ბენ იუსუფი, ალჰადური - ადეოტი - ლუისი (63. ბაზილი), დელაპლასი, ფერე (77. სეუბე), ბესა - დელორი
გაძევება: და სილვა (73. კაენი)
ანჟერი-ნიცა 1:1
გოლები: 1:0 მანგანი (24), 1:1 ჟერმენი (56)
ტრუა-მონპელიე 0:0
ლილი-გაზ. აიაჩო 1:0
გოლი: 1:0 ბუფალი (23)
რეიმსი-ლორიანი 4:1
გოლები:1:0 შარბონიე (23), 1:1 ბუანგა (48), 2:1 დე პრევილი (54), 3:1 კიეი (66), 4:1 ატილა თურანი (85)
რენი-ტულუზა 3:1
გოლები: 0:1 ბრეიტვეიტი (5), 1:1 იაგო (17-ს.კ-ში), 2:1 არმანი (67), 3:1 სიო (90)
სტ. ეტიენი-ბასტია 2:1
გოლები 1:0 პერენი (20), 1:1 დანიკი (41), 2:1 ესერიკი (62)
გაძევება: ჯიკუ (4. ბასტია), კამანო (73. ბასტია)
ბორდო-ნანტი 2:0
გოლები: 1:0 ხაზრი (45), 2:0 გაიიჩი (87)
გაძევება: ლენიანი (51. ნანტი)
მონაკო-პსჟ 0:3
გოლები: 0:1 კავანი (57), 0:2 კავანი (73), 0:3 ლავესი (83)
მონაკო (4-2-3-1): სუბაშიჩი - ფაბინიო, რაჯი, რ. კარვალიო, ელდერსონი - ტულალანი, ტრაორე - ბერნარდო სილვა (81. პაშალიჩი), ლემარი (70. კავალეირო), ელ შაარავი (66. კარილიო) - მარსიალი
პსჟ (4-3-3): ტრაპი - ორიე, ტიაგო სილვა, დავიდ ლუისი, მაქსველი - მატუიდი, ტიაგო მოტა, ვერატი (80. მარკინიოსი) - ლუკასი (66. დი მარია), კავანი, იბრაჰიმოვიჩი (76. ლავესი)
ბომბარდირი: 4 - ნაბილ ფეკირი (ლიონი)
მომდევნო ტური
11 სექტემბერი:
პსჟ-ბორდო.
12 სექტმებერი:
ლიონი-ლილი, ტრუა-კაენი, ლორიანი-ანჟერი, მონპელიე-სტ. ეტიენი, ნიცა-გენგამი, ტულუზა-რეიმსი.
13 სექტემბერი:
გაზ. აიაჩო-მონაკო, ნანტი-რენი, მარსელი-ბასტია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული