მეტიც, ჟირუს საკუთარმა ფანებმა მოუწყვეს ობსტრუქცია და სულ boo-ს ძახილით გააცილეს, როდესაც მეორე ტაიმში მწვრთნელმა იგი შეცვალა. მან რამდენიმე კარგი მომენტი გაანიავა. უპირველეს ყოვლისა, სახსენებელია ეპიზოდი, როდესაც ექსმონპელიელმა ანტუან გრიზმანს ჩაუყარა წყალში შესანიშნავი თამაში და ისეთი სიტუაციიდან ვერ გაიტანა, როდესაც ეს უფრო
ფრანგები უკეთ პირველ ტაიმში გამოიყურებოდნენ და წესით, უფრო დიდი სხვაობით უნდა გასულიყვნენ წინ. მერე კი სერბებმა ერთი გოლი გაქვითეს და ვითარება დაიძაბა. თუმცა, ჯამში, დეშამი თავისი ბიჭების თამაშით კმაყოფილი დარჩა და ჟირუც დაიცვა.
ოლივიეს ყურადღებით ყოფნა მართებს, რადგან ქარიმ ბენზემა და "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასული ანტონი მარსიალი მისი კონკურენტები არიან. ამხანაგურ შეხვედრაში მომენტების გაცუდება შეიძლება საგანგაშო არ იყოს, მაგრამ ფრანგებს ევრო 2016-მდე სულ ამხანაგურები უწევთ, ეს შეხვედრები მათთვის ერთიორად მნიშვნელოვანია.
"როდესაც ჟირუს თამაშს ვაფასებთ, არც ის დაგვავიწყდეს, რომ გუნდს ეხმარებოდა და ორთაბრძოლებში კარგი იყო. კი, გატანა არ გამოუვიდა და ამ კუთხით მისი დღე არ გახლდათ. თუმცა უიღბლობაც სახსენებელია, ასეთი რამ ხდება ხოლმე და ნებისმიერს შეიძლება დაემართოს, იქნება ეს ჟირუ, ბენზემა თუ ვინმე სხვა. თანაც, მეტოქის მეკარემ რამდენიმე ძალიან კარგი "სეივი" შეასრულა. ოლივიეს სამი რეალური მომენტი ჰქონდა, რომელიც გამოუყენებელი დარჩა.
მერწმუნეთ, ამას ყველაზე მეტად თავად განიცდის. შემტევს, რომელსაც შემადგენლობაში ვაყენებ ხოლმე, ყოველთვის მაქსიმალურ თავისუფლებას ვაძლევ. მთლიანად გუნდის მოქმედებით კმაყოფილი ვარ და მუშაობას ვაგრძელებთ" - განაცხადა დეშამმა.
ვთქვათ იმ ფეხბურთელზეც, რომელთანაც სასაყვედურო არავის არაფერი აქვს და პირიქით, სერიოზულ ქებასა და დიდებას იმსახურებს - ეს ბლეზ მატუიდია.
საყრდენი ნახევარმცველი თავის უშუალო მოვალეობას ასრულებს იდეალურად, თან, გოლების გატანას კიდევ უფრო მოუხშირა, რაც მას ნამდვილად არ ევალება. თუ ამით მატუიდი აქამდე კლუბში გვანებივრებდა და ამ მხრივ ეს სეზონი ძალიან შთამბეჭდავად დაიწყო, ახლა უკვე ნაკრებშიც გააქვს გოლები.
მისი მეორე გოლი ულამაზესი გახლდათ. მატუიდის დიდი პლუსია ისიც, რომ უაღრესად მრავალმხრივია და შეუძლია როგორც დრიბლინგი, ასევე თავით კარგად თამაში, შორიდან ძლიერად დარტყმა, მწვავე პასების დარიგება და ტექნიკასთანაც არ არის მწყრალად. პრინციპში, მან ეს ყველაფერი ამ მატჩშიც გამოაჩინა.
საფრანგეთის ნაკრებს კი მომავალი მატჩები 8 და 11 ოქტომბერს აქვს, შესაბამისად, სომხეთთან და დანიასთან. მოგეხსენებათ, რომ "მამლები" შესარჩევი ეტაპის იმიტაციას აკეთებენ და I ჯგუფის (პორტუგალია, დანია, სომხეთი, ალბანეთი, სერბეთი) ბინადრებს შინ და გარეთ ეთამაშებიან. აღსანიშნავია, რომ პორტუგალია ფრანგებმა ორივეჯერ დაამარცხეს, აი, ალბანეთს კი ვერც ერთი მატჩი ვერ მოუგეს (წაგება და ფრე).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"