ლიგა 1. V ტური: ედინსონ კავანის დუბლმა პსჟ-ს "ბორდოსთან" ვერ უშველა

AutoSharing Option
11 სექტმებერს საფრანგეთის ლიგა 1-ის V ტური პარიზში გამართული შეხვედრით გაიხსნა, რომელშიც "პარი სენ-ჟერმენმა" "ბორდოს" უმასპინძლა და ფრეს დასჯერდა - 2:2.

მასპინძლებმა ანგარიში 27-ე წუთზე ედინსონ კავანის გოლით გახსნეს. ოთხი წუთის შემდეგ ანრი სევემ წონასწორობა აღადგინა, თუმცა მალევე კავანიმ (34) დუბლი შეასრულა.

სტუმრები მარცხისგან ვაჰბი ხაზრიმ იხსნა, რომელმაც გოლი 79-ე წუთზე გაიტანა. აღსანიშნავია, რომ მანამდე "ბორდო" კაცნაკლული დარჩა - 77-ე წუთზე მსაჯმა მოედნიდან სევე გააძევა.

პსჟ-ს 13 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ლიდერობას ინარჩუნებს. 6 ქულით მეცხრე ადგილზეა "ბორდო".

ლიგა
1-ის V ტურის დანარჩენი შეხვედრები 12 და 13 სექტემბერს გაიმართება. თავის მატჩს დღეს სტუმრად "ტურულზთან" ჩაატარებს ჯაბა კანკავას "რეიმსი".

ლიგა 1. V ტური
12 სექტემბერი
ლიონი-ლილი 19:00
ტრუა-კაენი 22:00
ლორიანი-ანჟერი 22:00
მონპელიე-სტ. ეტიენი 22:00
ნიცა-გენგამი 22:00
ტულუზი-რეიმსი 22:00

13 სექტემბერი
გაზ. აიაჩო-მონაკო 16:00
ნანტი-რენი 19:00
მარსელი-ბასტია 23:00

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული