მეორე მხრივ, "რენმა" წინა ხაზი საგრძნობლად გაიძლიერა, "ბაზელიდან" იჯარით მიყვანილი ჯოვანი სიო სეზონს შედეგიანად იწყებს, ოლა ტოივონენისგან განსხვავებით დარჩა პოლ-ჟორჟ ნტეპი, ველოდებით "პორტუდან" ნათხოვარი ხუან კინტეროს ათამაშებას და ისიც გაუწყეთ, რომ იოან გურკუფის ბრეტანელთა რიგებში ჩარიცხვა
ამასობაში, ჯაბა კანკავას შესაძლოა, ზლატან იბრაჰიმოვიჩთან, ედინსონ კავანისთან, ანხელ დი მარიასთან და სხვებთან მოუხდეს შეჭიდება, რადგან "რეიმსის" სტუმარი "პარი სენ-ჟერმენი" იქნება.
მთავარია, ქართველი ნახევარმცელი შემადგენლობაში მოხვდეს. პარიზელებს კი "ბორდოსთან" დაკარგული 2 ქულის მერე, ჩვეულ რეჟიმში დაბრუნება სურთ და ისინი შეეცდებიან მესამე საფეხურზე აცოცებულ "რეიმსს" თავისი ადგილი მიუჩინონ.
"სენტ ეტიენმა" ცუდად დაიწყო, მაგრამ კარგად გააგრძელა, "მწვანეებმა" 3 მოგება მიაყოლეს ერთმანეთს და თავის "ჯოფრუა გიშარზე" "ნანტის" ძლევასაც ეცდებიან. "მონაკო" უკვე ისედაც ჩამორჩა და მონეგასკებს "ლუი მეორეზე" "ლორიანთან" აქვთ მოსაგები.
ძალიან საინტერესო და დაძაბული უნდა გამოდგეს "ბორდოსა" და "ტულუზის" პაექრობა. ჟირონდელებმა კოჭლობით დაიწყეს, მაგრამ თითქოს, მოფერიანდნენ და ვილი სანიოლი 3 ქულას დაუმიზნებს.
ცენტრალური შეხვედრა კი "ველოდრომზეა", სადაც ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებით ემოციურად თუ ენერგიულად ცოტა გადამწვარი "ლიონი", ამავე ტურნირზე ვერგასულ "მარსელს" სტუმრობს.
მარსელელთა ახალი მწვრთნელ მიჩელისთვის ამ თამაშს და მის მოგებას დიდი მნიშვნელობა აქვს, თანაც, ჯერჯერობით, ესპანელს საშიანო შეხვედრებში საქმე კარგად მისდის.
თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ეს თამაში ლიონელთათვისაც, რადგან ჩემპიონთა ლიგა კარგია და კარგი რომ არის სწორედ ამიტომაც, თუ მათ მომავალ სეზონშიც სურთ ამ ტურნირზე თამაში ლიგა 1-საც შესაბამისი ყურადღება უნდა დაუთმონ, თორემ სამეულისთვის კონკურენცია დიდია და ერთი ადგილი უკვე დაკავებულია.
ცხრაკაციან "გენტთან" ვერ მოგების მერე, უბერ ფურნიეს შეგირდები განსაკუთრებით შემართულები იქნებიან, პირველ რიგში კი ალექსანდრ ლაკაზეტი, რომელმაც ბელგიურ გუნდთან მატჩის ბოლოს პენალტი ვერ გამოიყენა.
VI ტური
18 სექტემბერი
რენი-ლილი 22:30
19 სექტემბერი
რეიმსი-პსჟ 19:30
ანჟერი-ტრუა 22:00
გენგამი-გაზ. აიაჩო 22:00
ბასტია-ნიცა 22:00
კაენი-მონპელიე 22:00
20 სექტემბერი
ბორდო-ტულუზი 16:00
მონაკო-ლორიანი 19:00
სტ. ეტიენი-ნანტი 19:00
მარსელი-ლიონი 23:00
ბომბარდირი: 4 - ნაბილ ფეკირი (ლიონი), ედინსონ კავანი (პსჟ)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"