09:47 21-09-2015
ლიგა 1. VI ტური: მარსელში კინაღამ ჩაიშალა [VIDEO]
AutoSharing Option
"რენს" პირველ ადგილზე გადასვლის მშვენიერი შანსი ჰქონდა, მაგრამ ბრეტანელებმა "ლილს" ვერაფერი მოუხერხეს. ჯერ ვენსან ენიეამა თამაშობდა კარგად, მერე იგი გააძევეს, მაგრამ რენელებმა მეორე ბურთი მაინც ვერ შეაგდეს და ქულას დასჯერდნენ, ფილიპ მონტანიემ ზედიზედ მეხუთედ ვეღარ იმარჯვა.
ფრე 1:1 დაფიქსირდა რეიმსშიც. "პარი სენ-ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა ლორან ბლანმა შემადგენლობის გადახალისება გადაწყვიტა და რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი მხოლოდ მას მერე ჩართო თამაშში, როდესაც დაინახა რომ მეტოქეს ასე ადვილად ვერ დაამარცხებდა, მაგრამ პარიზელებს დრო აღარ ეყოთ.
ისინი საერთოდაც აგებდნენ და გაუმართლათ, რომ გაშვებიდან მალევე მოახერხეს გათანაბრება, ეს შეცვლაზე შესულმა ედინსონ კავანიმ შეძლო ზლატან იბრაჰიმოვიჩის პასით. ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშა, თანაც კარგად, მაგრამ ტრადიციული ყვითელი ბარათიც მიიღო.
წინა სამ ადგილზე მყოფი გუნდების ფრეებმა მდევრებს ამოწევის საშუალება მისცა და მათ ეს შანსი გამოიყენეს. მაგალითად, "სენტ ეტიენმა" საკუთარ "ჟოფრუა გიშარზე" ადვილად აჯობა "ნანტს". ეს "მწვანეების" მიჯრით მეოთხე მოგება იყო.
3 ქულა ჩაიჯიბა "კაენმაც", რომელმაც "მონპელიეს" გამარჯვების გოლი 93-ე წუთზე გაუტანა და ოთხეულში შეიჭრა. მონპელიელები კი ისევ მოგების გარეშე დარჩნენ "გაზელეკ აიაჩოსა" და "ტრუასი" არ იყოს. პირველი "ანჟერთან" დამარცხდა, თანაც ათკაციანთან. ანჟერელები ჩვენ გაოცებას აგრძელებენ. მეორემ კი "გენგამთან" დათმო მატჩი, ჟოსელინ გურვენეკმა 3 წაგებით დაიწყო და ახლა ამას ზედიზედ 3 მოგება მოაყოლა. გენგამელთა რიგებში ჯიმი ბრიანმა გაიბრწყინა.
წააგო "მონაკომაც". ლეონარდო ჟარდიმის კლუბი აშკარად აჭრილია. მონეგასკებმა "ლორიანს" 0:2 გაუქვითეს, მაგრამ მერე ისევ გაუშვეს და მიუხედავად იმისა, რომ ნახევარ საათზე მეტი რჩებოდათ, ვეღარაფერი გააკეთეს.
"ბორდო" საკუთარ "შაბან-დელმაზე" კაცნაკლულ "ტულუზთან" აგებდა, მაგრამ ბოლოს გათანაბრება შეძლო. ხოლო "ნიცამ" კორსიკაზე "ბასტიას" მოუტრიალა თამაში.
წითელი ბარათი იყო "ველოდრომზეც", "მარსელს" პირველი ტაიმის მიწურულს რომენ ალესანდრინი გაუძევეს, მაგრამ იქამდე არბიტრმა რუდი ბუკემ "ლიონის" სასარგებლოდ პენალტის დანიშვნაც მოასწრო.
ალექსანდრ ლაკაზეტმა ჩემპიონთა ლიგის მატჩისგან განსხვავებით ამჯერად გაიტანა და ტრავმების გამო სოლიდური დანაკლისით მოთამაშე ლიონელებს წესით ეს პრინციპული და დაძაბული შეხვედრა გამარჯვებამდე უნდა მიიყვანათ, რითაც მე-5 ადგილზე ისკუპებდნენ, მაგრამ "მარსელმა" ათი კაცითაც კარგად იომა და ქულა გადაარჩინა.
VI ტური
რენი-ლილი 1:1
გოლები: 0:1 ბუფალი (49), 1:1 ნტეპი (74)
გაძევება: ენიეამა (70. ლილი)
რეიმსი-პსჟ 1:1
გოლები: 1:0 სიბაშუ (83), 1:1 კავანი (84)
პსჟ (4-3-3): ტრაპი - ვან დერ ვილი, ტიაგო სილვა, მარკინიოსი, კურზავა - ვერატი, სტამბული (76. მატუიდი), პასტორი - ლუკასი (65. კავანი), ლავესი (66. დი მარია), იბრაჰიმოვიჩი
ანჟერი-ტრუა 1:0
გოლი: 1:0 მანგანი (57-პენ.)
გაძევება: ნ’დოი (33. ანჟერი)
გენგამი-გაზ. აიაჩო 2:1
გოლები: 1:0 პრივატი (23), 1:1 მანგანა (35), 2:1 ბრიანი (61)
გაძევება: სილია (39. გაზ. აიაჩო)
ბასტია-ნიცა 1:3
გოლები: 1:0 დანიკი (23), 1:1 ნ. მენდი (33), 1:2 ჟერმენი (40), 1:3 ბენრამა (90+4)
კაენი-მონპელიე 2:1
გოლები: 1:0 როდელენი (19), 1:1 მარტინი (32-პენ.), 2:1 ლუისი (90+3)
ბორდო-ტულუზი 1:1
გოლები: 0:1 რეგატენი (23), 1:1 კრიველი (89)
გაძევება: ტერხო (77. ტულუზა)
მონაკო-ლორიანი 2:3
გოლები: 0:1 ნდონგი (12), 0:2 ჟანო (18), 1:2 ტურე (21), 2:2 ლემარი (47), 2:3 მუკანჯო (59)
მონაკო (4-2-3-1): სუბაშიჩი - ტურე (79. ბოშილია), რაჯი, რ. კარვალიო, კოენტრაო - მოუტინიო, ფაბინიო - ლემარი, რონი ლოპეში (37. ბერნარდო სილვა), ელ შაარავი (69. ივან კავალეირო) - კარილიო
სტ. ეტიენი-ნანტი 2:0
გოლები: 1:0 ბამბა (26), 2:0 ბერიჩი (47)
მარსელი-ლიონი 1:1
გოლები: 0:1 ლაკაზეტი (25-პენ.), 1:1 რეკიკი (68)
ლიონი (4-3-1-2): ანტონი ლოპეში - ჟალე, ბიშევაცი, უმტიტი, ბედიმო (19. მორელი) - გონალონი, დარდერი (70. ფერი), ტოლისო - ვალბუენა - ბოვიუ (79. კალულუ), ლაკაზეტი
გაძევება: ალესანდრინი (44. მარსელი)
ბომბარდირი: 4 - ნაბილ ფეკირი (ლიონი), ედინსონ კავანი (პსჟ)
მომდევნო ტური
22 სექტემბერი:
ანჟერი-რეიმსი, პსჟ-გენგამი.
23 სექტემბერი:
ტრუა-სტ. ეტიენი, ლორიანი-კაენი, გაზ. აიაჩო-რენი, ნიცა-ბორდო, ლიონი-ბასტია, ტულუზი-მარსელი.
24 სექტემბერი:
მონპელიე-მონაკო.
29 სექტემბერი:
ლილი-ნანტი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კავანიმ გაიტანა არა იბრაგიმოვიჩის არამედ პასტორეს პასით, ამ სტატიებს პახმელიებზე წერთ?? )))))
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული